ქმარმა ცოლს შეუხედავი შვილების გაჩენის გამო უჩივლა1901 2014.01.31
ქმარმა ცოლს შეუხედავი შვილების გაჩენის გამო უჩივლა
მწარედ მოტყუებულმა ჩინელმა მამაკაცმა ცოლს უჩივლა იმის გამო, რომ მან შეუხედავი შვილები გაუჩინა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ერთ-ერთ საქველმოქმედო საღამოზე მან გაიცნო მიმზიდველი ქალბატონი და მოგვიანებით მასზე დაქორწინდა. წლების განმავლობაში მამაკაცი ამჩნევდა, რომ მისი ლამაზი მეუღლე სულ უფრო მეტად კარგავდა სილამაზეს და არც შვილები გამოირჩეოდნენ თავისი გარეგნობით. თავდაპირველად მამაკაცი ამ ყველაფერში ღალატის კვალს ხედავდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მიზეზი სულ სხვაა. აღმოჩდა, რომ მისმა სათაყვანებელმა ქალბატონმა ლამაზი სახის ნაკვთები პლასტიკური ქირურგიის ჩარევის გზით შეიძინა.აქედან, გასაგები გახდა, რატომ იყვნენ შეუხედავები მათი ბავშვებიც. მამაკაცმა მაშინვე გადაწყვიტა მეუღლესთან განქორწინება, მოგვიანებით კი, მორალური ზარალისთვის სასამართლოში უჩივლა. სასამართლომ გაათვალისწინა მოტყუებული მამაკაცის მდგომარეობა და მატყუარა ქალბატონს 120 ათასი დოლარის ჯარიმა დააკისრა. წყარო news.ge