ბიომეტრიული პასპორტის აღება 14 წლამდე პირისათვის4665 2014.01.30
ბიომეტრიული პასპორტის აღება 14 წლამდე პირისათვის
ბიომეტრული პასპორტი არის დოკუმენტი, რომელსაც ჩვეულებრივი პასპორტისგან განსხვავებით დამატებული აქვს ელექტრონული მატარებელი, რომელზეც დატანილია პერსონალური მონაცემები, ელექტრონული ფოტოსურათი და თითის ანაბეჭდები. 14 წლამდე არასრულწლოვანის ბიომეტრულ პასპორტზე მოთხოვნის დაფიქსირება შეუძლია არასრულწლოვანის კანონიერ წარმომადგენელს (მშობელი, მეურვე ან მზრუნველი). 14 წლამდე არასრულწლოვანის ბიომეტრული პასპორტის მისაღებად მიმართეთ შესაბამის იუსტიციის სახლს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს; პასპორტის ასაღებად წარადგინეთ შემდეგი დოკუმენტები: არასრულწლოვანის დაბადების მოწმობა; ორივე მშობლის თანხმობა პასპორტის აღების შესახებ (თანხმობის ფორმა ივსება იუსტიციის სახლში ან სანოტარო ბიუროში. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს საშუალება აქვს,ონლაინ რეჟიმშიდისტანციურად განაცხადოს თანხმობა); ბიომეტრული ფოტოსურათი. დოკუმენტის საფასურის გადახდა და ბიომეტრული ფოტოსურათის გადაღება შესაძლებელია იუსტიციის სახლში. პასპორტის შეცვლა საჭიროა შემდეგი შემთხვევებიდან ერთ-ერთის დადგომისას: სახელის ან გვარის ცვლილების დროს; ჩანაწერებში უზუსტობის დადგენისას; ვიზებისთვის განსაზღვრული ფურცლების გახარჯვისას; პასპორტის მოქმედების ვადის გასვლისას; დოკუმენტის დაზიანების, ცვეთის ან დაკარგვის შემთხვევაში. პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში მიმართეთ იუსტიციის სახლს. 14წლამდეარასრულწლოვანპირზეპასპორტიგაიცემა3წლისვადით.ბიომეტრულიპასპორტისაღებისას, 18წლამდეპირთათვისგათვალისწინებულია50ლარიანიშეღავათი.