განქორწინებული წყვილების შურისძიების უცნაური შემთხვევები985 2014.01.14
განქორწინებული წყვილების შურისძიების უცნაური შემთხვევები
წყვილების განქორწინება ხშირად კონფლიქტების ფონზე მიმდინარეობს. ზოგიერთი ამ პროცესს შედარებით მშვიდად ხვდება, ზოგი მათგანი კი ხშირად შურისძიებას ისახავს მიზნად. შურისძიების ერთ–ერთი უცნაური შემთხვევა კანადის ერთი პატარა ქალაქის მერს უკავშირდება. მერმა თავის ყოფილ მეუღლეს დაბადების დღეზესაჩუქრად 20 ტონიანი ქვა მიართვა. ქვაზე საღებავით ეწერა მილოცვა და ვარდისფერი ლენტიც ჰქონდა გაკეთებული. როგორც გაირკვა ქორწინებაში ყოფნისას მისი მეუღლე ლიზა ყოველთვის ოცნებობდა საჩუქრად მიეღო დიდი "ქვა" (გულისხმობდა სამკაულს ძვირფასი ქვით). განქორწინების შემდეგ კი მერმა ასე აუსრულა ოცნება. ნიუ–იორკში კი ერთ–ერთმა წყვილმა საერთო სახლი "მარტივად" გაიყო. განქორწინების სემდეგ არც ცოლს და არც ქმარს არ სურდა სახლის დატოვებაც, ამიტომაც გადაწყვიტეს სახლი კედლით გაეყოთ და სამსართულიანი სახლის შუაგულში კედელი ჩააშენეს. იყო შემთხვევაც, როდესაც განქორწინების შემდეგ სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხა ცოლმა ყოფილ ქმარს მთლიანად ხურდა ფულით გაუგზავნა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქალბატონს ყოფილის ქმრისათვის 50 000 დოლარი უნდა გადაეხადა. აღნიშნული თანხის ოდენობის ხურდა ფულები მან ყუთებში ჩაყარა და ყოფილ მეუღლეს ყუთებით გაუგზავნა. ყუთებში ფულთან ერთად ეყარა ლობიო და ბრინჯი. ერთ–ერთი ვარაუდით, ქალმა ამ ფორმით ყოფილი ქმრის სიხარბეს და სიძუნწეს გაუსვა ხაზი. ახალ ზელანდიაში კი მეუღლესთან დაშორების შემდეგ ქალბატონმა თავისი საქორწინო ბეჭედი "კოსმოსში გაუშვა". მან ბეჭედი თავისი ძმის მიერ კონსტრუირებულ ხელნაკეთ რაკეტაში ჩადო და ამ გზით "კოსმოსში გაშვებით" გაწყვიტა კავშირი ყოფილ ქმართან.