საავტორო უფლებების განკარგვა და მოქმედების ვადა2236 2013.12.12
საავტორო უფლებების განკარგვა და მოქმედების ვადა
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით,ავტორს ან სხვა უფლებამფლობელს შეუძლია ქონებრივი უფლებების გაყიდვა ან სხვა ფორმით გასხვისება მთლიანად ან ნაწილობრივ. მასვე შეუძლია აგრეთვე დაუთმოს ნებისმიერ პირს ნაწარმოების გამოყენების უფლება, ანუ გასცეს განსაკუთრებული და ჩვეულებრივი ლიცენზია. ჩვეულებრივი ლიცენზიის დროსავტორი ანიჭებს ლიცენზიატს ნაწარმოების გამოყენების უფლებას სალიცენზიო ხელშეკრულებით განსაზღვრული სახით და ვადით. ამავე დროს, ავტორი ინარჩუნებს უფლებას გასცეს ასეთივე ლიცენზიები სხვა პირებზეც. განსაკუთრებული ლიცენზის შემთხვევაში მხოლოდ ლიცენზიატი იღებს განსაკუთრებულ უფლებას, გამოიყენოს ნაწარმოები ხელშეკრულებით განსაზღვრული სახით და ვადით. ხოლო ავტორს აღარ შეუძლია გასცეს ახალი ლიცენზია სხვა პირებზე. ამასთან, ლიცენზიატი უფლებამოსილი ხდება, ნება დართოს ან აუკრძალოს ნებისმიერ პირს (მათ შორის თავად ავტორსაც) ნაწარმოების გამოყენება. რაც შეეხება საავტორო უფლებების მოქმედების ვადას,საავტორო უფლებები წარმოიშობა ნაწარმოების შექმნისთანავე და მოქმედებს ავტორის სიცოცხლეში და 70 წელი მისი გარდაცვალებიდან; თუ ნაწარმოების გამოცემა ან საჯარო გაცნობა მოხდა ფსევდონიმით ან ანონიმურად, საავტორო უფლებები მოქმედებს ამ ფაქტის მართლზომიერად დადგომის დღიდან 70 წლის განმავლობაში; თანაავტორების ან აუდიოვიზუალური ნაწარმოების შემთხვევაში, საავტორო უფლებები მოქმედებს უკანასკნელი ავტორის გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში; ნაწარმოებთან დაკავშირებული ავტორობის, სახელის, ნაწარმოების ხელშეუხებლობისა და რეპუტაციის პატივისცემის უფლების დაცვა ხორციელდება უვადოდ. საავტორო უფლებების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ნაწარმოები შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერმა პირმა ჰონორარის გადახდის გარეშე.