ყველაზე  კურიოზული დანაშაულები920 2012.10.18
ყველაზე კურიოზული დანაშაულები
ხუმრობა თუ რეალობა?! სასამართლო პრაქტიკა საკმაოდ მრავალფეროვანია. გთავაზობთ მსოფლიოში მომხდარ ყველაზე კურიოზულ დანაშაულებს. ორი შეიარაღებული პიროვნება შეიჭრა მუსიკალურ მაღაზიაში. იარაღის აქეთ იქით ქნევით ერთ-ერთმა დაიყვირა: “არავინ გაინძრეს, თორე ვესვრი!” როცა მისი მეგობარი სალარო კასისკენ დაიძრა მან თავისი სიტყვა შეასრულა და დაჭრა.

  • მოსეირნე ახალგაზრდა ბიჭი დაინტერესდა პოლიციელების ახალი კომპიუტერით, რომელიც დამონტაჟებული იყო მანქანაში და თხოვა ეჩვენებინა როგორ მუშაობდა. პოლიციელმა პირადობის მონაცემები გამოართვა და შეიყვანა კომპიუტერში. აღმოჩნდა რომ ინტერესიანი ახალგაზრდა შეიარაღებული ძარცვისთვის იძებნებოდა.
  • მიჩიგანის სასამართლოში ბრალდებულმა კრისტოფერ იენსენმა, რომელსაც ნარკოტიკების შენახვისთვის ედებოდა ბრალი, განაცხადა რომ ის ორდერის გარეშე გაჩხრიკეს. პროკურორმა განაცხადა, რომ იმ მომენტში იენსენის ქურთუკი საეჭვოდ გამოიყურებოდა და პოლიციელებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ ქურთუკის შიგნით იარაღი იმალებოდა-ამ შემთხვევაში ორდერი არაა საჭირო. “სრული იდიოტობაა”-თქვა იენსენმა-” მე იმავე ქურთუკში ვზივარ და მითხარით სად შეიძლებოდა იარაღის დამალვა?”. ამ სიტყვებთან ერთად ქურთუკი გაიხადა და მოსამართლეს გაუწოდა, რომელმაც მის შიგნით კოკაინის შეკვრა აღმოაჩინა. გამოცხადდა შესვენება, რადგან მოსამართლე ხუთიოდე წუთის განმავლობაში სიცილისგან თავის შეკავებას ვერ ახერხებდა.
  • ქალმა პოლიციაში განაცხადი შეიტანა მანქანის გატაცებასთან დაკავშირებით, ამასთან ერთად დაამატა რომ მანქანაში ტელეფონიც ქონდა დარჩენილი. პოლიციელმა მობილურზე დარეკა და გამტაცებელს უთხრა, რომ გაზეთში წაიკითხა მანქანის შესახებ და უნდოდა მისი შეძენა. დაუთქვა შეხვედრა, შეხვდა, დაიჭირა, გაასამართლა და ციხეში ჩასვა.
  • ერთმა ამერიკელმა კაცმა სიგარების ყუთი იყიდა. ისეთი ძვირფასი იყო, რომ დაზღვევა გადაწყვიტა ხანძრის გაჩენის შემთხვევაში. ერთი თვის შემდეგ სიგარები გათავდა. სადაზღვეო კომპანიაში კი თანხა იყო შესატანი. ინგლისელმა ჯელტმენმა დარეკა კომპანიაში და განაცხადა რომ მისი სიგარები მცირე ხანძრის შედეგად დაიწვა. კომპანიამ უარი განაცხადა ანაზღაურებაზე, რაზეც სასამართლოში უჩივლეს. ჯენტლმენმა საქმე მოიგო. სადაზღვეო კომპანიამ 15 000 დოლარი გადაუხადა “დაზარალებულს” ხანძრისგან დამწვარი სიგარებისთვის, მაგრამ ჩეკის აღება მაინც ვერ მოასწრო, რადგან პროცესის დასრულების შემდეგ ის დააკავეს. ბრალად დაუდეს დაზღვეული ნივთის ძალით გადანგურება. მიესაჯა 24 თვით ციხეში ჯდომა და 24 000 დოლარი ჯარიმა.