იუსტიციის სახლის დროებითი სერვისცენტრი ეროვნული არქივის შენობაშიც განთავსდა852 2013.12.11
იუსტიციის სახლის დროებითი სერვისცენტრი ეროვნული არქივის შენობაშიც განთავსდა
იუსტიციის სახლის კიდევ ერთი დროებითი სერვისცენტრი ეროვნული არქივის შენობაში განთავსდება (ვაჟა-ფშაველას #1). აღნიშნულ დროებით ფილიალში სერვისის მიღების მიზნით საბუთების ჩაბარება დღეს 13:00 საათიდან იქნება შესაძლებელი. ხვალიდან სერვისცენტრი ჩვეულ რეჟიმში 9:00 საათიდან 21:00 საათამდე იმუშავებს. როგორც აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და ჩუბინაშვილის #68 მდებარე დროებით სერვისცენტრებში, ახალ სერვისცენტრშიც მომხმარებელს შეეძლება 300-ზე მეტი სერვისი ჩვეულ რეჟიმში მიიღოს და საჭიროების შემთხვევაში დაჩქარებული სერვისებითაც ისარგებლოს. შეგახსენებთ, რომ სერვისები დაყოფილია ორ ნაწილად - საბუთების ჩაბარება სერვისის მიღების მიზნითდა მოგვიანებით მზა დოკუმენტების მიღება. დოკუმენტაციის ჩაბარება შესაძლებელია: *აღსრულების ეროვნული ბიურო, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-10 კილომეტრი, 9:00საათიდან 21:00 საათამდე; *იუსტიციის სახლის დროებითი სერვისცენტრი, ჩუბინაშვილის ქუჩა # 68 (თამარ მეფის გამზირისა და ჩუბინაშვილის ქუჩის კვეთაზე), 09:00 საათიდან 21:00 საათამდე; *ეროვნული არქივი, ვაჟა ფშაველას #1. მზა დოკუმენტების მიღება შესაძლებელია დედა ენის ბაღში არსებული სერვისცენტრიდან 9 საათიდან 21 საათამდე. საჯარო რეესტრის ძირითადი სერვისების მიღება (საბუთების ჩაბარება და დოკუმენტების მიღება) კვლავაც შესაძლებელია თბილისის ავტორიზებულ ყველა ნოტარიუსთან და ლიბერთი ბანკის 27 და საქართველოს ბანკის 10 ფილიალში.