აკრედიტაცია1463 2013.12.10
აკრედიტაცია
ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საექსპერტო შეფასება, რომლის განხორციელების შემდეგაც აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი შესაბამისი მოწმობის გაცემით ოფიციალურად აღიარებს იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ შესაბამისობის შეფასების სფეროში განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებას. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და საგანმანათლებლო პროგრამის სტატუსის (სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის უფლების) დადგენის პროცედურა. ამ პროცედურას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი (შემდგომში – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი) სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებთან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (ინსტიტუციური აკრედიტაცია) ან/და საგანმანათლებლო პროგრამის (პროგრამული აკრედიტაცია) შესაბამისობის დადგენით. ბირჟის მიერ იურიდიული ან/და ფიზიკური პირისათვის ბირჟის შუამავლის რწმუნების მიცემა.