არქივიდან დოკუმენტების დროებით სარგებლობაში გაცემის წესი796 2013.11.22
არქივიდან დოკუმენტების დროებით სარგებლობაში გაცემის წესი
საქმეების დროებით სარგებლობაში გაცემის სერვისი გულისხმობს ეროვნულ აქრივში დაცული დოკუმენტაციის დროებით სარგებლობის უფლებით გაცემას. ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც სურს დროებით სარგებლობაში დოკუმენტის გატანა, განცხადებით უნდა მიმართოს ეროვნულ არქივს. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვეაში, პირს დოკუმენტი დროებით სარგებლობაში გადაეცემა მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. დოკუმენტის დროებით სარგებლობაში გაცემის ხანგრძლივობა და სხვა პირობები გაწერილი იქნება მიღება-ჩაბარების აქტში. დაუშვებელია ფიზიკურად დაზიანებული ან/და სამეცნიერო-ტექნიკურად დაუმუშავებელი დოკუმენტის დროებით სარგებლობაში გაცემა. დროებით სარგებლობაში არ გაიცემა ფოტო და კინონეგატივები, ფოტოპოზიტივი, ფონოჩანაწერი, კონტრატიპი და ლავანდი. განსაკუთრებულ შემთხვევაში არქივი გასცემს კინოდოკუმენტს პოზიტივის სახით, არქივის გენერალური დირექტორის ნებართვით. მიმღებს ეკრძალება დროებით სარგებლობაში მიღებული დოკუმენტის მესამე პირისთვის გადაცემა, ან/და ამ დოკუმენტებიდან ამონაწერისა და ცნობის გაცემა. დოკუმენტაციის გაცემის ვადები და საფასური დამოკიდებულია დოკუმენტის ტიპზე, რაოდენობასა და გაცემის დღეების რაოდენობაზე. საქმის დროებით სარგებლობაში საფასურის გადახდის გარეშე მიღების უფლებით სარგებლობს: ფონდშემქმნელი დაწესებულება, პირადი ფონდის მფლობელი ან მისი მემკვიდრე, საქართველოს სასამართლოები, მაკონტროლებელი და ძალოვანი სტრუქტურები.