სისხლის სამართლის პასუხისგებაში პირის მიცემა 50 ათასი ლარის დამალვის შემთხვევაში მოხდება978 2012.10.18
სისხლის სამართლის პასუხისგებაში პირის მიცემა 50 ათასი ლარის დამალვის შემთხვევაში მოხდება
სისხლის სამართლის კოდექსში 23 დეკემბერს, მეორე მოსმენით ცვლილებები შევიდა…ცვლილებების მიხედვით, პირი, რომელიც სახელმწიფოს გადასახადს დაუმალავს, სისხლის სამართლის პასუხისგებაში 50 ათასი ლარის დამალვის შემთხვევაში მიეცემა. აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, მეწარმეზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებოდა 25 ათასი ლარის დამალვის შემთხვევაში. ასევე, ცვლილებების მიხედვით, პირზე მძიმე დანაშაული იქნება გათვალისწინებული იმ შემთხვევაში, თუკი ის 75 ათასი ლარის ნაცვლად ასი ათას ლარს დამალავს. პარლამენტში აცხადებენ, რომ კანონი ამ ცვლილებით უფრო ლიბერალური გახდება.