ადვოკატთა შესახებ კანონში ცვლილებები იგეგმება684 2013.11.18
ადვოკატთა შესახებ კანონში ცვლილებები იგეგმება
ადვოკატთა ასოციაცია "ადვოკატთა შესახებ" კანონში იმ ცვლილებას აპროტესტებს, რომელსაც პარლამენტში უკვე განიხილავენ. ,,ადვოკატთა შესახებ“ კანონის მეშვიდე მუხლს (პროფესიული საიდუმლოება) ემატება მესამე პუნქტი, რომლის თანახმად, ადვოკატი ვალდებული იქნება ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარიგების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული კანონით და ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ პირველ და მეორე მოსმენაზე არ იქნა მხარდაჭერილი, ხოლო პლენარულ სხდომაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით იქნა მიღებული. ადვოკატთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ცვლილება არღვევს ადვოკატის მიერ პროფესიული საიდუმლოების დაცვის პრინციპს.