ცივი იარაღის ტარებისათვის ჯარიმა და პატიმრობა წესდება1562 2013.11.14
ცივი იარაღის ტარებისათვის ჯარიმა და პატიმრობა წესდება
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. ცვლილებების მიხედვით, ცივი იარაღის ტარება იკრძალება, ხოლო პირი, რომელიც კანონს დაარღვევს, ასაკის მიუხედავად, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება. ჯარიმის ოდენობა კი 200 ლარით განისაზღვრება. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას თქმით, თუ წლის განმავლობაში პიროვნებას ცივი იარაღის ტარების ფაქტი განმეორებით დაუდგინდება, მას 1000 ლარიანი ჯარიმა და 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა დაემუქრება. "ჩვენ შევისწავლეთ უცხოური ქვეყნების გამოცდილება და აღმოჩნდა, რომ უმრავლეს შემთხვევში ევროპის ქვეყნებში ცივი იარაღის ტარება აკრძალულია. ჩვენს შემთხვევაში დაშვებულია გამონაკლისი, როდესაც ადამიანი სანადიროდ ან პიკნიკზე მიდის. ჩვენ ასევე ვგეგმავთ ცივი იარაღის ცნების უფრო დეტალურ დეფინიციას," - ამბობს იზორია. შეგახსენებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობით ცივი იარაღის ტარება 21 წლამდე ასაკის პირებისათვის იყო აკრძალული, ხოლო აღნიშნულ ასაკამდე მისი ტარება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა. წყარო news.ge