დაბადების რეგისტრაციისათვის საჭირო პროცედურები873 2013.11.13
დაბადების რეგისტრაციისათვის საჭირო პროცედურები
დაბადება არის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას. პიროვნება დაბადების რეგისტრაციის შემდეგ გაცემულ მოწმობას წარადგენს, სხვადასხვა სახელმწიფო, თუ არა სახელმწიფო დაწესებულებაში, ორგანიზაციაში და ა.შ. დაბადების რეგისტრაციის მოთხოვნით შესაძლებელია მიმართოთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალს ან იუსტიციის სახლს. ქორწინებაში მყოფმა მშობლებმა ბავშვის დაბადების რეგისტრაციისათვის უნდა წარადგინონ: ქორწინების მოწმობა; მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (განცხადების ერთ–ერთი მშობლის მიერ წარდგენის შემთვევაში, მეორე მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარედგინება; დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა ან გადაწყვეტილება დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ; ქორწინებაში არმყოფმა მშობლებმა ბავშვის დაბადების რეგისტრაციისათვის უნდა წარადგინონ: ორივე მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა ან გადაწყვეტილება დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ; თუ ქორწინებაში არმყოფი ერთ–ერთი ან ორივე მშობელი არასრულწლოვანია, ბავშვის არასრულწლოვანი დედის ან/ და მამის დაბადების მოწმობა და მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა პირის ბავშვის მამად ჩაწერის თაობაზე; ქორწინებაში არმყოფმა დედამ ბავშვის დაბადების რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოს: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა ან გადაწყვეტილება დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ. დაბადების რეგისტრაცია ხორციელდება, რეგისტრაციისთვის კანონით გათვალისწინებული საბუთების წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა დაბადების მოწმობა გაიცემა უფასოდ