ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში695 2013.11.12
ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში
იუსტიციის სამინისტრომ სისხლის სამართლის უწყებათაშორისი საბჭოს სამუშაო ჯგუფის ფარგლებში სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების ცვლილებებისა და დამატებების პროექტების პრეზენტაცია გამართა. იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ სტუმრებს „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილებებიწარუდგინა, რომლებიც ახლებურად დაარეგულირებს საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტს ქართულ კანონმდებლობაში. ცვლილებების თანახმად, საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად აუცილებელი იქნება პროკურატურის მხრიდან პირის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა; გამჭვირვალე ხდება საპროცესო შეთანხმების გაფორმების წინმსწრები მოლაპარაკების პროცესი; ამასთან, იზრდება მასზე სასამართლოს კონტროლი. ცვლილებების მიხედვით, დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობა უმჯობესდება. ცვლილებების შედეგად დაზარალებულს ექნება უფლება, იყოს ინფორმირებული საქმის მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს საქმის მასალებს, თუკი ეს არ აზიანებს გამოძიების ინტერესებს. დაზარალებულებს შესაძლებლობა ეძლევათ, სასამართლოში გაასაჩივრონ პროკურორის უარი დაზარალებულად ცნობაზე, აგრეთვე, მისი გადაწყვეტილება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე დევნის არდაწყების/დევნის შეწყვეტის შესახებ. მასთან, ცვლილებების თანახმად, სასჯელის გადავადებაზე უარის თქმის პროცედურები რთულდება; შემოდის გადავადებაზე უარის თქმის გადაწყვეტილების დასაბუთების აუცილებლობა. შეხვედრის მეორე ნაწილი დისკუსიას დაეთმო. პრეზენტაციის მონაწილეებმა სისხლის სამართლის კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებს თავიანთი შენიშვნები და წინადადები გააცნეს.