არასრულწლოვნისთვის ალკოჰოლური სასმელის მიყიდვა 500 ლარით დაჯარიმდება781 2013.11.01
არასრულწლოვნისთვის ალკოჰოლური სასმელის მიყიდვა 500 ლარით დაჯარიმდება
ცვლილებები იგეგმება "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში". სავაჭრო ობიექტებში, რესტორნებსა და ბარებში არასრულწლოვნებისათვის ალკოჰოლური სასმელის მიყიდვა იკრძალება. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ლევან იზორიამ განაცხადა.მისი თქმით, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ დაწესებულებებს ბანერის გაკვრა მოუწევთ, სადაც აღნიშნული იქნება, რომ არასრულწლოვნებზე სასმელი არ იყიდება. თუ ორგანიზაცია ამ შეზღუდვებს არ გაითვალისწინებს, პირველ ჯერზე 100 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით დარღვევის შემთხვევაში კი 300 ლარით. სასმელის მიყიდვა კი 500 ლარიანი ჯარიმით განისაზღვრება. "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატან ცვლილებებს, რომლის ინციატორიც მთავრობაა, პარლამენტში განიხილავენ. წყარო gurianews.ge