კომუნისტური სიმბოლიკის განთავსება შესაძლოა, 1000 ლარით დაჯარიმდეს833 2013.10.31
კომუნისტური სიმბოლიკის განთავსება შესაძლოა, 1000 ლარით დაჯარიმდეს
კომუნისტურ-ტოტალიტარული სიმბოლიკის განთავსება შესაძლოა, 1000-ლარიან ჯარიმებთან იყოს დაკავშირებული. ცვლილებები "თავისუფლების ქარტიაში" და მასთან ერთად, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის. კანონპროექტიდეპუტატებმა თამარ კორძაიამ და ლევან ბერძენიშვილმა მოამზადეს. როგორც ცნობილია, "თავისუფლების ქარტია" შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სპეციალური კომისიის შექმნას ითვალისწინებს. კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას იმ პირთა მონაცემების მოგროვება და რეესტრი წარმოადგენს, რომლებიც ყოფილი სსრკ-ის სპეციალურ სამსახურებთან თანამშრომლობდნენ. აღნიშნული კომისიის კიდევ ერთი ამოცანაა, მოაგროვოს ინფორმაცია საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების შესახებ, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების, აგრეთვე მასობრივი თავშეყრის სხვა ადგილების შესახებ, რომლებიც კომუნისტურ-ტატალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების და პროპაგანდის ელემენტებს, თუ ამ იდეოლოგიების ლიდერთა სახელებს შეიცავს. მოქმედი კანონით, კომუნისტურ-ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი სიმბოლიკების, ძეგლების, ბარელიეფების, წარწერების, სახელწოდებების აღმოფხვრის მიზნით, კომისია უფლებამოსილ პირს რეკომენდაციით მიმართავს. ამასთან დაკავშირებით "თავისუფლების ქარტიას" ახალი ნორმა ემატება, რომლის მიხედვით, უფლებამოსილი პირი ვალდებულია, კომუნისტურ-ტატალიტარული სიმბოლიკა აღმოფხვრას. კომისიის მითითების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება კი, მის პასუხისმგებლობას გამოიწვევს. პასუხისმგებლობის ნაწილი "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ჩაიწერება, რომელსაც "თავისუფლების ქარტიიდან" გამომდინარე ახალი მუხლი ემატება. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, კომუნისტურ-ტოტალიტარული სიმბოლიკების აღმოფხვრის თაობაზე კომისიის მითითების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოწვევს უფლებამოსილი პირის ადმინისტრაციული წესით გაფრთხილებას. გაფრთხილების შეუსრულებლობის შემდეგ კი, 1000 ლარით დაჯარიმდება. იმის მიუხედავად, რომ "თავისფლების ქარტია" 2011 წლიდან ძალაშია, შსს-ში შესაბამისი კომისია დღემდე არ შექმნილა. კანონპროექტი ასეთი კომისიის, მისი ამოქმედებიოდან ორი თვის ვადაში შექმნას ითვალისწინებს. წყარო "ინტერპრესნიუსი"