გენდერული თანასწორობის მიხედვით საქართველო 86–ე ადგილზეა1232 2013.10.30
გენდერული თანასწორობის მიხედვით საქართველო 86–ე ადგილზეა
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა გამოაქვეყნა 2013 წლის ანგარიში გენდერული თანასწორობის შესახებ. ანგარიშის მიხედვით, რანჟირებულ ქვეყნებს შორის საქართველო 86–ე ადგილზეა. გენდერული თანასწორობის ხარისხს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ოთხ კატეგორიაში ზომავს:ეკონომიკური აქტივობა და შესაძლებლობები, საგანმანათლებლო მიღწევები, ჯანდაცვის საკითხები და პოლიტიკური უფლებამოსილება. აღნიშნული 4 კატეგორია თავისმხრივ 14 კატეგორიად იყოფა. ანგარიშის მიხედვით, გენდერული თანასწორობა უმეტეს ქვეყნებში უმნიშვნელოდ შემცირდა. 134 ქვეყანის მონაცემს შორის პირველ 3 ადგილს ისლანდია, ფინეთი და ნორვეგია ინაწილებენ. მსგავსი ანგარიშის მიხედვით 2012 წელს საქართველო 85–ე ადგილზე იყო, 2011 წელს –86–ზე და 2010 წელს– 88–ე ადგილზე. ეკონომიკური აქტივობის და შესაძლებლობების მიხედვით, საქართველო 64–ე ადგილზეა, ჯანდაცვის საკითხების კრიტერიუმით- 126–ე ადგილზეა, საგანმანათლებლო მიღწევებით 89–ე ადგილზე, ხოლო პოლიტიკური უფლებამოსილების საკითხის მიხედვით- 97–ე ადგილზე. ანგარიშის სრული ვერსია ხელმისაწვდომია ლინკზეhttp://www3.weforum.org/docs/WEF_GenderGap_Report_2013.pdf