სტაჟიორების შესარჩევი კონკურსისთვის განაცხადების მიღება დასრულდა665 2013.10.25
სტაჟიორების შესარჩევი კონკურსისთვის განაცხადების მიღება დასრულდა
როგორც მოგეხსენებათ, საადვოკატო ბიურო OK & CG–ში მიმდინარეობს სტაჟიორთა ახალი ნაკადის მიღება. წელს ჩვენმა ბიურომ სტაჟიორების მიღება გამოაცხადა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროებში. მსურველთა განაცხადების მიღება 23 ოქტომბერს დასრულდა. სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა და კუსრდამთვარებულებმა საკმაოდ მაღალი ინტერესი გამოიჩინეს და საერთო ჯამში 120 განაცხადი შემოვიდა. ამჟამად მიმდინარეობს სტაჟიორთა შერჩევის მეორე ეტაპი, რაც გულისხმობს გასაუბრებას თითოეულ აპლიკანტთან. გასაუბრებაზე მოწმდება მათი თეორიული ცოდნა, ლოგიკური და ანალიტიკური უნარი და მოტივაცია. კონკურსის შედეგად შერჩეულ პრეტენდენტთა შორის ბიუროს ხელმძღვანელი შეარჩევს ერთ წარჩინებულ მონაწილეს, რომელიც გათავისუფლდება სტაჟირების საფასურის გადახდისაგან. გასაუბრების ეტაპი, აპლიკანტთა რაოდენობიდან გამომდინარე, ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც ცნობილი გახდება იმ სტუდენტების ვინაობა, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში გაივლიან სტაჟირებას საადვოკატო ბიურო OK & CG–ში.