ყველაზე არაორდინალური სასამართლო განაჩენები თანამედროვე ისტორიაში875 2013.10.21
ყველაზე არაორდინალური სასამართლო განაჩენები თანამედროვე ისტორიაში
1. აშშ-ის შტატ ოგაიოს ქალაქ პეინსვილის მუნიციპალიტეტის სასამართლოს მოსამართლე ა.ჩიკონეტი ცნობილია საკუთარი არაორდინალურიგანაჩენებით. 2003 წელს ორმა მოზარდმა იესო ქრისტეს ჩვილის ქანდაქება მოიპარა და დაამახინჯა. მოსამართლემ მოზარდებს ქუჩაში ვირით გავლა ბანერით "ვირულისაქციელისთვის ბოდიშს ვიხდით" დაუწესა. გარდა ამისა, 19 წლის მოზარდებს ჯესიკა ლანგსა და ბრაიან პატრიკ ახალი ქანდაკება უნდა ეყიდათ და ნარკოლოგიური კონსულტაცია გაევლოთ. ამასთან ერთად, მათ გამოსასწორებელი სამუშაოების 45 დღე მიიუსაჯეს. 2. 17 წლის მოზარდი ოკლაჰომას შტატიდან მკვლელობის გამო გაასამართლეს. ის არაფხიზელ მდგომარეობაში ავარიაში მოხვდა, სადაც მისი ერთ-ერთი მეგობარი გარდაიცვალა. იმის მაგივრად, რომ ტაილერ ალრედი ციხეში გაეშვათ, მოსამართლემ მას 10 წლით ეკლესიაში მსახურობა დაუწესა. მოსამართლე მაიკ ნორმანმა ტაილერს მიუსაჯა 10 წლის განმავლობაში წარმატებით დაესრულებინა უნივერსიტეტი, ყოველწლიურად ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე ტესტები გაევლო, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ამომცნობი სპეციალური სამაჯური ეტარებინა, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის პროგრამა გაევლო და ეკლესიაში ევლო. 3. 25 წლის ესპანელს, რომელმაც მშობლებს სასამართლოში იმის გამო უჩივლა, რომ ისინი ჯიბის ფულს აღარ აძლევდნენ, მშობლების სახლის დატოვება და სამსახურის მოძებნა დაევალა. ანდალუზიის მცხოვრებმა სასამართლოში კომპენსაციის სახით ყოველ თვე 400 ევრო მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ მას განაჩენად სახლიდან 30 დღით წასვლა და სამსახურის მოძებნა დაუწესა. აღსანიშნავია, რომ მომჩივარს იურიდიული განათლება ჰქონდა. 4. თაღლითი ბეტინა იანგი, რომელიც ემიგრანტებისთვის ყალბს მართვის მოწმობებს ამზადებდა, ხუთი წლის განმავლობაში ყოველი შობის გატარება ციხეში მიუსაჯეს. იანგი 24 დეკემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლის ციხეში უნდა ყოფილიყო, ხოლო დანარჩენ დღეებს თავისუფლებაზე გაატარებდა. იმ შემთხვევაში თუ ბეტინა დათქმულ დროს არ მივა მას 15-წლიანი რეალური პატიმრობა ელის. მოსამართლე დევიდ პეტიკასი მიიჩნევს, რომ ამ დღეების განმავლობაში დამნაშავეები მიხვდებიან თუ რა ელოდებათ მათ თუ ისინი უკანონო საქმიანობას გააგრძელებენ. 5. ენდრიუ ვაკტორი 150 დოლარით იმის გამო დააჯარიმეს, რომ ის საკუთარ ავტომობილში ძალიან დიდ ხმაზე უსმენა რეპ მუსიკას, თუმცა მოსამართლემ ჯარიმის 35 დოლარამდე დაწევა შესთავაზა თუ ენდრიუ 20 საათის განმავლობაში კლასიკურ მუსიკას - ბაჰს, ბეთჰოვენსა და შოპენს მოუსმენდა. მოსამართლე სიუზან ლიპენკოტს სურდა, რომ ვაკტორს გაეგო თუ რა გრძნობაა, როცა ისეთ მუსიკას უსმენ, რომელიც არ მოგწონს. 24 წლის ვაკტორმა მხოლოდ 15 წუთი გაძლო, მაგრამ ენდრიუმ თავი იმით იმართლა, რომ რეპი მისი საყვარელი მუსიკის მიმდიანრეობა სულაც არაა და ამასიმიტომ აკეთებდა, რომ ურბანის უნივერსიტეტის კალათბურთის გუნდის მოთამაშეების ჯგუფის წევრი გამხდარიყო. წყარო www.adami.ge