განცხადება ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების შესახებ762 2013.10.08
განცხადება ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების შესახებ
ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აგრძელებს საბუთების მიღებას ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის 2013 წლის 25 ოქტომბრამდე. გამოცდაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები: უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დიპლომის დედანი და ასლი ან უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი სხვა საბუთი; CV ან ავტობიოგრაფია; პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; სამი ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3X4; ბანკის ქვითარი; ტესტირების საფასური შეადგენს 160 (ასსამოც) ლარს. VTB “ვითიბი” ბანკის კოდი - UGEBGE22 ანგარიშის ნომერი - GE85VT 6600 0000 6269 3608 ადვოკატთა ასოციაციის საიდენტიფიკაციო კოდი - 202 255 692 სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის განხრით გამოცდა ჩატარდება 2013 წლის 4 დეკემბერს, სისხლის სამართლის სპეციალიზაციის განხრით 5 დეკემბერს და საერთო სპეციალიზაციის განხრით 6 დეკემბერს. საკვალიფიკაციო გამოცდისთვის საბუთების მიღება წარმოებს ს.ს.ი.პ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში 2013 წ. 25 ოქტომბრამდე 11:00-დან 17:00 საათამდე / შესვენება 14:00-დან 15:00 საათამდე მის: ძმ. ზუბალაშვილების ქ. #36