საგადასახადო სისტემა ევროკავშირსა და საქართველოში2049 2013.10.01
საგადასახადო სისტემა ევროკავშირსა და საქართველოში
საადვოკატო ბიურო OK & CG განაგრძობს პროექტს, რომლის მიზანია სტუდენტებისა და პრაქტიკოსი იურისტების ნაშრომების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დღეიდან გამოქვეყნდება ქართველი სტუდენტების უცხოენოვანი ნაშრომებიც. ამჯერად წარმოგიდგენთ ლატვიის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტის, გიგა აბუსერიძის ნაშრომს. წინამდებარე ნაშრომი აღწერს საგადასახადო სისტემას ევროკავშირსა და საქართველოში, განხილულია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გერმანიის, ინგლისის, ლატვიის და ევროკავშირისკენ მიმავალი საქართველოს მაგალითზე. ნაშრომი ასევე ასახავს ევროკავშირის საგადასახადო კანონმდებლობას, სასამართლო გადაწყვეტილებებს, ურთიერთობებს მესამე სახელმწიფოებთან პირდაპირი გადასახადების სფეროში, ურთიერთობებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებთან, ევროკავშირის საგადასახადო პოლიტიკის სტარტეგიას მათი საგადასახადო სტაბილურობის სიმარტივივისა და ნეიტრალურობის კუთხით. ნაშრომის მიზანია გააცნოს მკითხველს და წარმოაჩინოს თუ რამდენად ახერხებს ევროკავშირი (მისი წევრი სახელმწიფოები) საგადასახადო სტაბილურობის შენარჩუნებას, რა როლს თამაშობს ევროკავშირის გადაწყვეტილებები საგადასახადო ლიბერალიზაციის კუთხით. გააცნოს მკითხველს საგადასახადო სისტემის შედარებითი ანალიზი , საგადასახადო სტაბილურობის ხელის შემშლელი გარემოებები და ავტორის ხედვა ამ გარემოებათა აღმოსაფხვრელად. იხილეთ ნაშრომი სრულად >>>TAX SYSTEMS IN EUROPEAN UNION COUNTRIES AND GEORGIA