1014
2013.01.23
იურიდიული ლექსიკონის პრეზენტაცია იუსტიციის სამინისტროში
საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდის (IRZ) ერთობლივი პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნა განმარტებითი იურიდიული ლექსიკონი - იურიდიული ტერმინოლოგიის პირველი კომპლექსური ერთენოვანი ლექსიკონი, რომელიც ქართველი სამართალმცოდნეების მიერაა შექმნილი და გერმანული განმარტებითი ლექსიკონის ე.წ. Creifelds-ის ქართულენოვან ანალოგს წარმოადგენს. მასში დაახლოებით 6 000 სიტყვაა თავმოყრილი.
განმარტებითი იურიდიული ლექსიკონის გამოცემის მიზანი ერთიანი იურიდიული სივრცის ფორმირების აუცილებლობა, აგრეთვე - იურიდიულ ტერმინთა ნათელი დეფინიცია და კლასიფიკაციაა.
ლექსიკონი დიდ დახმარებას გაუწევს იურიდიულ სფეროში მომუშავე სტუდენტებს, პრაქტიკოს იურისტებსა თუ მეცნიერებს.