2012 წლის 15 ნოემბერი763 2012.11.15
2012 წლის 15 ნოემბერი
მოგესალმებით, დღეს 2012 წლის 15 ნოემბერია. როგორც ყოველთვის ჩვენს ბიუროში უფასო იურიდიული კონსულტაციების მსურველები მრავლად გვსტუმრობენ, გვიკავშირდებოდნენ skype-ს, ელ-ფოსტის, სოც. ქსელების და ტელეფონის მეშვეობით. ჩვენმა ადვოკატებმა სასამართლო პროცესზე წარმოადგინეს ჩვენი მარწმუნებლები და მაქსიმალურად შეუწყვეს ხელი მათი ინტერესების დაცვას. გამონაკლისი არც დღევანდელი დღე იყო, თუმცაღა ყველაზე საინტერესო ჩვენი ბიუროსათვის საქპატენტის წინააღმდეგ მიმართული დავა იყო, რომელიც პირველ ინსტაცნიაში ჩვენი მხარის სასარგებლოდ დასრულდა. საქმე ეხებოდა სასაქონლო ნიშან "ДА"-ს უკანონო გადაცემას სხვა ფირმაზე. პირველ ეტაპზე იგი გასაჩივრებული იყო საქპატენტში, სადაც ჩვენი საჩივარი არ დააკმაყოფილეს. ამის შემდეგ მოხდა გადაწყვეტილების გასაჩივრება და სასამართლომ ბათილად ცნო საქპატენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მიიჩნია, რომ იგი არ შეესაბამებოდა საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და საქმე ხელახალი განხილვისათვის დააბრუნა საქპატენტში. ალბათ საინტერესო იქნება ის ფაქტიც, რომ ჩვენი ბიურო დისტანციურად ამყარებს კონტაქტს ჩვენს მარწმუნებლებთან. დღეს ჩვენმა ადვოკატებმა სწორედ ასეთი საქმე დაასრულეს წარმატებით, მათ აწარმოეს საზღვარგარეთიდან დაკვეთილი საქმეგანქორწინებისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე. ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ჩვენი ბიუროს დირექტორი, ბატონი ოთარი დღეს პირადად მართავდა პროცესს თბილისის სააპელაციო სასამართლოში. დავა ეხებოდა ნახევარმილიონიან სასარჩელო მოთხოვნას. ჩვენი მარწმუნებელი, ბატონი დავით სოსიაშვილი (ბატონი დავითის პირადი ნებართვის საფუძველზე ვასახელებთ მის სახელს და ასევე საქმის დეტალებს) ედავება შპს "ედემს" და სხვა კერძო პირებს მისი ქონების გამოთხოვის თაობაზე. აღნიშნულ საქმეზე პროცესი გადაიდო და სულმოუთქმელად ველოდებით მომდევნო საქმისგანხილვას, რომლის მიმდინარეობასაც აუცილებლად გაცნობებთ.