2012 წლის 14 ნოემბერი741 2012.11.14
2012 წლის 14 ნოემბერი
მოგესალმებით, დღეს 2012 წლის 14 ნოემბერია, ჩვენი საადვოკატო ბიუროსთვის ერთერთი ყველაზე დატვირთული სამუშაო დღე. დღის განმავლობაში ჩვენმა ადვოკატებმა 8 სასამართლოს სხდომაზე დაიცვეს ჩვენი მარწმუნებლების ინტერესები, მათ შორის რაიონებშიც. უმრავლესობა საქმეებისა სამოქალაქო დავებს ეხებოდა. საკმაოდ აქტიური იყო ამავდროულად უფასო იურიდიული კონსულტაციის მსურველებიც. რთულია დავასახელოთ მათი ზუსტი რაოდენობა. დიდი უმრავლესობა ტელეფონის საშუალებით გვიკავშირდებოდნენ და ადვოკატებისაგან იღებდნენ ამომწურავ პასუხს მათთვის საინტერესო საკითხებზე. უფასო იურიდიული კონსულტაციის მსურველები დაგვიკავშირდნენ სოც. ქსელების საშუალებით და რამდენიმე მათგანმა ამ გზით მიღებული კონსულტაცია უფრო კომფორტულად მიიჩნია. დღეს, როგორც ამ ბოლო პერიოდში, საკმაოდ აქტუალურ საკითხად დარჩა სისხლის სამართლის საქმეები. მოქალაქეები დაინტერესებულები იყვნენ სავარაუდო ამნისტიებითა და შეწყალების კომისიის საკითხებით. კონსულტაციები გაწეულ იქნა სამოქალაქო სამართლის სფეროშიც, რომელიც ძირითადად მოიცავდა საბანკო სამართლის, საოჯახო სამართლის და შრომის სამართლის საკითხებს.