რა არის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება?1680 2024.01.30
რა არის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება?

სამიდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ცნება

სამოქალაქო კოდექსის 941-ე მუხლის მიხედვით:

პირი, რომელიც კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას (მარჩენალი), მოვალეა გადაუხადოს იგი სარჩოს მიმღებს (სარჩენს) მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით).

 

სამიდღეშიო რჩენის ხელშეკრულების განმარტება

სამიდღეშიო რჩენის ხელშეკრულება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და თვისობრივად განსხვავებულია ხელშეკრულებათა შორის.

მისი შინაარსის უკეთ გასაგებად, უმჯობესია, გამოვყოთ მისი ძირითადი მახასიათებლები ნორმიდან გამომდინარე:
 

• სამიდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაში მონაწილე სუბიექტები არიან - მარჩენალი და სარჩოს მიმღები (სარჩენი);
 

სასყიდლიანი ხასიათი - მოიაზრებს ერთი მხარის მიერ ქონების საკუთრებაში გადაცემას, მეორე მხარის მიერ ანაზღაურების გადახდის სანაცვლოდ;
 

• სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება ორმხრივად მავალდებულებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე მხარეს წარმოეშობა როგორც უფლებები, ასევე ვალდებულებები;
 

• ამ ხელშეკრულებას ახასიათებს ვადიანობა, თუმცა მასში, როგორც წესი, მოიაზრება სარჩენი პირის სიცოცხლის ხანგრძლივობა;
 

• ამ ტიპის ხელშეკრულება დადებულად ითვლება მას შემდეგ, როცა მხარეები შეთანხმდებიან არსებით პირობებზე დადგენილი ფორმის შესაბამისად.

 

რა მოიაზრება სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ფორმაში?

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. უძრავი ქონების გადაცემის შემთხვევაში ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

 

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ბევრი კითხვა ჩნდება:

მაგალითად, ხშირია კითხვები სარჩოს გადახდის ვადასთან დაკავშირებით; ასევე, იმ შედეგებთან დაკავშირებით, რაც მოჰყვება მარჩენალის გარდაცვალებას და სხვ.

 

კითხვების შემთხვევაში, ჩვენ დაგეხმარებით.