ფრთხილად! კარგად გაეცანით შრომით ხელშეკრულებებს!!!903 2012.10.19
ფრთხილად! კარგად გაეცანით შრომით ხელშეკრულებებს!!!
გაქვთ თუ არა სამსახურში საგანგებო შინაგანაწესი? ან თუ მუშაობთ სპეციალური, გრაფიკით? იცოდეთ, რომ თქვენს დამსაქმებელს აქვს უფლება დაადგინოს შრომის სპეციალური განაწესი, თუმცა ეს ყველაფერი არ ხდება თქვენივე თანხმობის გარეშე. ყურადღებით წაიკითხეთ შრომითი ხელშეკრულება. თუ მასში მოცემული დებულებები გაკმაყოფილებთ, შემდგომ დაიცავით ის და დამსაქმებლისგანაც მოითხოვეთ თავისი ვალდებულებებისშესრულება. რაც შეეხება კანონს, ის გვამცნობს რომ შრომის შინაგანაწესი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს: სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო, ცვლაში მუშაობისას – ცვლის ხანგრძლივობა;
  • დასვენების ხანგრძლივობა;
  • შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და ადგილი;
  • ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი;
  • ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი;
  • შრომის პირობების დაცვის წესები;
  • წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი;
  • განცხადების/საჩივრის განხილვის წესი.
  • სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, დამსაქმებელმა შრომის შინაგანაწესით შეიძლება განსაზღვროს სპეციალური წესები. თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 41 საათს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების და დასვენების დრო. სამუშაო დღეებს (ცვლებს) შორის დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები. ცვლაში მუშაობა და ერთი ცვლიდან მეორეში გადასვლა განისაზღვრება ცვლიანობის განრიგით, რომელსაც ამტკიცებს დამსაქმებელი სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით.

    ცვლიანობის განრიგის ცვლილების შესახებ დასაქმებულს უნდა ეცნობოს 10 დღით ადრე, თუ ეს შეუძლებელი არ არის უკიდურესი საწარმოო აუცილებლობის გამო. თქვენი ყურადღება მინდა კიდევ ერთ საკითხზე გავამახვილო. არსებობს უამრავი ფორსმაჟორული შემთხვევა, რომელიც სტიქიურ უბედურებებს უკავშირდება. ეს კი დიდ პრობლემებს იწვევს სამუშაო პროცესის შესრულებისას. შესაძლებელია მსგავსმა შემთხვევებმა სამუშაო ადგილიც საგრძნობლად დააზიანოს. კანონი გვამცნობს, რომ სტიქიური უბედურებების თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის თქვენ ვალდებული ხართ იმუშაოთ ანაზღაურების გარეშე. ხოლო თუ საქმე გვაქვს საწარმოო ავარიის თავიდან აცილებასთან ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციასთან, მაშინ თქვენ უნდა დაგენიშნოთ სათანადო ანაზღაურება მსგავს სამუშაოებში მონაწილეობისთვის