საგანგებო მდგომარეობის რეგულირების საერთაშორისო პრაქტიკა 1423 2020.03.23
საგანგებო მდგომარეობის რეგულირების საერთაშორისო პრაქტიკა

საგანგებო მდგომარეობა არის სიტუაცია, როდესაც მთავრობას ენიჭება განსაკუთრებული უფლებამოსილება, გაატაროს ღონისძიებები, რომლების გატარებაც ჩვეულებრივ პირობებში არ შეუძლია. როგორც წესი, მთავრობა ასეთ მდგომარეობას აცხადებს ბუნებრივი კატასტროფების, პანდემიების/ეპიდემიების, სამოქალაქო მღელვარებების ან შეიარაღებული კონფლიქტების დროს. ასეთი მდგომარეობები მოქალაქეებს ავალდებულებს შეიცვალონ ქცევისა და ცხოვრების ნორმალური ნორმები და დაემორჩილონ განსაკუთრებული რეჟიმის მოთხოვნებს, რომელიც შეიძლება ზღუდავდეს მათი კონსტიტუციით გათვალისწინებულ და მინიჭებულ უფლებებსა და თავისუფლებებს. აღნიშნული მდგომარეობის გამოცხადების პროცედურები განსხვავებულია ყველა ქვეყანაში. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის დროს შესაძლებელია შეიზღუდოს უფლებები და თავისუფლებები. მაგალითად, მთავრობას აქვს უფლება დააკავოს პირი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშეც. ყველა უფლება რომელიც შეიძლება შეიზღუდოს აღნიშნულ პერიოდში ჩამოთვლილია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებათა პაქტში, 1 რომელიც მიღებულია გაეროს გენერალური ანსამბლების მიერ 1966 წელს. ის უფლებები რომელთა შეზღუდვაც დაუშვებელია ასეთ დროს, მოცემულია აქტის მეოთხე მუხლში და ეს უფლებებია მაგალითად: ადამიანის სიცოცხლის უფლება, პიროვნების მონობისა და წამებისგან დაცვის უფლება და ა.შ.

 

დემოკრატიული ქვეყნების უმრავლესობაში არსებობს საგანგებო მდგომარეობის დონეების და სახეების სამართლებრივი განმარტებები, რომლებიც მოცემულია შესაბამის კანონმდებლობაში. ყველაზე გავრცელებული ფორმებია:  საომარი მდგომარეობა - როდესაც სამოქალაქო უფლებები მკვეთრად შეზღუდულია სამხედრო ძალის გამოყენებით სუვერენულ სახელმწიფოში. მაგალითად, როდესაც არის ქვეყანაზე თავდასხმის მაღალი საფრთხე ან უცხო ქვეყნის მიერ ღია მტრული მოქმედებები.  სახელმწიფო საალყო მდგომარეობა (state of siege) - როდესაც იზღუდება, სპეციფიკური პიროვნებების ან ჯგუფების სამოქალაქო უფლებები. მაგალითად, მღელვარებების, აჯანყების თავიდან ასაცილებლად ან აგენტ-პროვოკატორობაში ეჭვმიტანილი ადამიანების შესაზღუდად.  საგანგებო (სამოქალაქო) მდგომარეობა - როდესაც აუცილებელია განსაკუთრებული ზომების გატარება სხვადსხვა საშიშროების თავიდან ასაცილებლად. შედეგების აღმოსაფხვრელად ან შესაკავებლად. ისეთები როგორებიცაა: ბუნებრივი კატასტროფები, ეპიდემიები, არეულობები და ა.შ. ასეთ, დროს შედეგების ლიკვიდაციის ან პოტენციური ზიანის შესაკავებლად შეიძლება გამოყენებულ იქნას ასევე შეიარაღებული ძალები. შეიარაღებული ძალების ჩართვის წესი განსხვავდება ქვეყნების მიხედვით.

 

საქართველოს კონსტიტუცია, „კანონი საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ და პარლამენტის რეგლამენტი ქმნიან იმ ძირითად საკანონმდებლო ჩარჩოს რომელის მიხედვითაც დგინდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და დამტკიცების პროცედურები და წესი. ამგვარად. საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლი მეორე პუნქტი ადგენს რომ3 : „მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების, ტერორისტული აქტის, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს ან სხვა შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, საქართველოს 3 საქართველოს კონსტიტუცია - http://parliament.ge/ge/kanonmdebloba/constitution-of-georgia-68 3 21 მარტი, 2020 GPRC N 03/02 პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის წარდგინებით აცხადებს საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში და ამ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად. გადაწყვეტილება ძალაში შედის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მომენტიდან. პარლამენტი გადაწყვეტილებას ამტკიცებს შეკრებისთანავე. თუ პარლამენტი გადაწყვეტილებას არ დაამტკიცებს, იგი კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას. საგანგებო უფლებამოსილებანი ვრცელდება მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.“ საქართველოს პრეზიდენტის მიერ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისთანავე პარლამენტი იკრიბება საგანგებო სესიაზე. საგანგებო სესია გრძელდება ამ მდგომარეობის გაუქმებამდე.