ქართული ტრადიციული სუფრის მნიშვნელობას ახალი დადგენილება განსაზღვრავს1220 2020.02.26
ქართული ტრადიციული სუფრის მნიშვნელობას ახალი დადგენილება განსაზღვრავს

 

საქართველოს მთავრობის, 2020 წლის 18 თებერვლის, 119-ე დადგენილება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის − ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურისთვის (ქართული სუფრისთვის) ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის განსაზღვრის შესახებ:

 

„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს − ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართულ სუფრას) განესაზღვროს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.

 

 

დადგენილება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე.