ადვოკატის განახლებული პორტალი1848 2020.02.26
ადვოკატის განახლებული პორტალი

 2020 წლის აპრილიდან, ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო ღონისძიებებზე რეგისტრაცია, აგრეთვე ონლაინ ტრენინგების გავლა და საკუთარი საგანმანათლებლო პროცესების მართვა ასოციაციის წევრებს შეეძლებათ მხოლოდ ახალი ვებ-პორტალის საშუალებით, რომელიც ასოციაციამ შექმნა USAID/PROLOG - ის მხარდაჭერით.


იმისათვის, რომ ყველა წევრი მომზადებული შეხვდეს აღნიშნულ სიახლეს და შეძლოს ვებ-პორტალის ეფექტურად გამოყენება, ასოციაცია თებერვლისა და მარტის თვეებში ყოველდღიურ რეჟიმში ჩაატარებს საინფორმაციო სესიებს ვებ-პორტალის გამოყენებაში. თითოეული სესია გაგრძელდება დაახლოებით 30 წუთი.


აღნიშნული სესიები თბილისში ჩატარდება თებერვალში, ხოლო რეგიონებში მარტის განმავლობაში. შესაბამისი კალენდრის სანახვად და თქვენთვის სასურველ სესიაზე რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული ან ეწვიეთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ვებ-გვერდს.

 

სესიები თბილისში ჩატარდება 27 და 28 თებერვალს, ადვოკატთა ასოციაციის ოფისში, მისამართზე ძმები ზუბალაშვილების #11