გამართლებული გაუპატიურება?! თურქეთი ახალ კანონს იღებს1514 2020.01.27
გამართლებული გაუპატიურება?! თურქეთი ახალ კანონს იღებს

ახალი თურქული კანონი საშუალებას მისცემს მამაკაცებს "ლეგალურად გააუპატიურონ" ახალგაზრდა გოგონები - თუ დანაშაულის შემდეგ ისინი დაქორწინდებიან მათზე.


ახალი კანონპროექტი დეპუტატებმა იანვრის ბოლოს უნდა წარადგინონ.  ანალოგიური კანონპროექტი 2016 წელს, ეროვნული და გლობალური პროტესტის ფონზე, ჩავარდა.

 

აღნიშნულ კანონპროექტს თურქი მოსახლეობის ნაწილი წარსულშიც აპროტესტებდა, აქციებში მოზარდები ძალადობრივი აქტის ილუსტრირებისთვის დასახიჩრებულ სხეულს და საპატარძლო კაბებს იყენებდნენ. 

 

შემაშფოთებელი კანონი , რომელიც თურქეთის პარლამენტში დასამტკიცებლად იანვრის ბოლოს შედის, მამაკაცებს საშუალებას მისცემს, თავიდან აიცილონ სასჯელი არასრულწლოვანი გოგონების გაუპატიურების გამო, თუკი შემდეგ თავიანთ მსხვერპლზე დაქორწინდებიან.

 

თურქეთის დემოკრატიული ნაწილის აზრით, კანონმდებლობა მოახდენს ბავშვთა ქორწინებისა და კანონიერი გაუპატიურების ლეგიტიმაციას და საფუძველს შეუქმნის ბავშვთა სექსუალურ ექსპლუატაციას.

 

ქალთა უფლებების დამცველებისა და კანონმდებლების მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული კამპანიის წყალობით, ეგვიპტეში, იორდანიაში, ლიბანში, მაროკოში, ტუნისიში და პალესტინაში ბოლო წლების განმავლობაში მსგავსი საკანონმდებლო დათქმები გააუქმეს.

 

თურქეთში, 2018 წლის მთავრობის მოხსენებით, ბავშვთა ქორწინების შემთხვევები ბოლო ათწლეულში 482,908 იყო.

 

ადრეული ქორწინება ძალიან მწვავე და სენსიტიური საკითხია ჩვენს ქვეყანაშიც, საქართველოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოზარდებს განსაკუთრებით უჭირთ საკუთარი უფლებების დაცვა, მათ გარშემო არსებული სოციუმის მენტალობის წინააღმდეგ ბრძოლა, ნაადრევ ასაკში იძულებითი დაქორწინების ნაცვლად განათლების მიღებაზე და საკუთარი მიზნების მიღწევაზე ზრუნვა. 

 

საზოგადოებრივი ჩართულობა და სამოქალაქო აქტივიზმი ამ საკითხების მოგვარებაში დიდ როლს თამაშობს, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი თითოეული წევრის ინფორმირება და სწორი ქმედებების განსაზღვრა ბავშვთა ქორწინების თავიდან ასაცილებლად.