კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ1937 2019.12.04
კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

2019 წელს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი სამთავრობო კამპანიის მთავარ თემად განისაზღვრა - სექსუალური შევიწროება.

 

► სექსუალური შევიწროება ადამიანის უფლებების დარღვევაა და 2019 წლის მაისიდან კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად ისჯება კანონით.

 

► კამპანიის მიზანია საქართველოში მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა სექსუალური შევიწროების ფენომენისა და კანონმდებლობის შესახებ.

 

► კამპანიას ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობა და მასში მონაწილეობას იღებენ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებები.

 

► საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების ჩადენა იწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო დამამძიმებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, სამართალდამრღვევის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჯარიმა 500-დან 1000 ლარამდე ოდენობით ან გამასწორებელი სამუშაოების დაკისრება 1 თვემდე ვადით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 10 დღემდე ვადით.

 

► საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას სექსუალური შევიწროების ჩადენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ პოლიციას (112), რათა დროულად იქნეს შესაძლებელი მტკიცებულებების მოპოვება და სამართალდამრღვევის გამოვლენა.