პარკირების საფასური და ჯარიმის ჩაბარების ახალი წესი1489 2019.10.30
პარკირების საფასური და ჯარიმის ჩაბარების ახალი წესი

თბილისის მთავრობის სხდომაზე, პარკირების სისტემაში შეტანილ ცვლილებებზე ისაუბრეს. 

 

პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის თანახმადაც პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზრდება. 

 

ახალი რეფორმის თანახმად ქუჩაში მანქანის გაჩერების საფასურიც გაიზრდება და ერთი საათის განმავლობაში ერთი ლარი ეღირება. 

 

ასევე, იცვლება გამოწერილი ჯარიმის მოქალაქეებისათვის ჩაბარების წესი.

 

იმ შემთხვევაში თუ გზავნილის ჩაბარება ფოსტის მეშვეობით ვერ მოხდება, ჯარიმის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება თბილისის პარკინგის ოფიციალურ ვებ გვერდზე.