„სამკვიდრო ქონების მიღებისას, მამკვიდრებლის ვალიც გადმოგეცემათ“4629 2018.02.22
„სამკვიდრო ქონების მიღებისას, მამკვიდრებლის ვალიც გადმოგეცემათ“

 მემკვიდრეობა ის საკითხია, რომელიც მოქალაქეებში მუდმივად აქტუალურია. ადამიანები მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხებით საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს ხშირად მომართავენ.

 პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ხშირად მოქალაქეებმა არ იციან ის დეტალები, რომელთა გათვალისწინებაც მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკითხებში აუცილებელია.

 საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ს ადვოკატის, ქეთევან ქავთარაძის თქმით, „ხშირად მოქალაქეებმა არ იციან პროცედურები, რა როგორ უნდა გაკეთდეს, რა განისაზღვრება მემკვიდრეობითი სამართლით; არ იციან ის, რომ გარდა ქონებისა, რომლესაც მემკვიდრეობით იღებებენ, მამკვიდრებლის ვალებიც გადაეცემათ; ასევე არ იცნობებნ მემკვიდრეების რიგითობას, ვინ არის უპირატესი; არ აქვთ წარმოდგენა, რომ შვილები თანაბრად იღებენ ქონებას და ა.შ. ეს ყველაფერი კი,  შემდგომში გარკვეულ დავებს წარმოშობს“.

 

დავიწყოთ მემკვიდრეობის განმარტებით 

 

საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია მემკვიდრეობის ორისახე– კანონით მემკვიდრეობა და ანდერძით მემკვიდრეობა. შესაბამისად, არსებობენ კანონით მემკვიდრეები და ანდერძით მემკვიდრეები. თუმცა შესაძლოა, ერთი და იგივე პირი იყოს როგორც კანონით, ამავდროულად ანდერძით მემკვიდრეც. კანონით მემკვიდრეობის დროს, დაწესებულია რიგითობა, რომლის მიხედვითაც გადაეცემათ ქონება მემკვიდრეებს.

 

კანონითმემკვიდრეობამოქმედებს:

ა) თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი.

ბ) თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს.

გ)თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი.

 

 კანონით მემკვიდრეობა გულისხმობს მამკვიდრების ქონების გადასვლას მხოლოდ კანონში მითითებულ პირებზე. კანონით მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადნენ. ასეთ პირთა წრე და რიგითობა ამომწურავად არის განსაზღვრული კანონმდებლობით.

 

  კანონითმემკვიდრეთარიგითობა

 

არსებობს კანონით მემკვიდრეთა 5 რიგი. წინა რიგის ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობაც კი გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას.

მაგ: თუ მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტისათვის ცოცხალია პირველი რიგის მემკვიდრე და იგი ღებულობს მემკვიდრეობას, მაშინ მეორე რიგის მემკვიდრეები ვერ მიიღებენ სამკვიდოს. ან თუ პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეები არ არსებობენ და არსებობს მესამე რიგის ერთი მემკვიდრე მაინც, მაშინ მეოთხე რიგის მემკვიდრე ვერ მიიღებს სამკვიდროს.

I რიგის მემკვიდრეები: შვილები (მათ შორის გარდაცვალების შემდგომ დაბადებული), მეუღლე, მშობლები.

II რიგის მემკვიდრეები: და-ძმა

III რიგის მემკვიდრეები: ბებია-პაპა

IV რიგის მემკვიდრეები: ბიძნები, დეიდები და მამიდები

V რიგის მემკვიდრეები: ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი

 

 ერთ რიგში შემავალ მემკვიდრეებს გააჩნიათ თანაბარი უფლება სამკვიდროს მიღებაზე.

მაგ: თუ პირი გარდაიცვალა და მემკვიდრეები არიან მისი ორი შვილი, ცოლი და დედა, მაშინ სამკვიდრო გაიყოფა 4 ნაწილად და შეხვდება ყველა მემკვიდრეს თანაბრად.

იმ შემთხვევაში, თუ არც ერთი რიგის მემკვიდრე არ არსებობს, სამკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

 

ქონების ფაქტობრივი ფლობა

 

  ქონების ფაქტობრივი ფლობა შეიძლება, სხვადასხვა გზით განხორციელდეს. კერძოდ, ასეთია მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში (რაც უნდა დასტურდებოდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობით), რომელშიც მამკვიდრებელი ცხოვრობდა, ასევე მამკვიდრებლის ნივთების გადატანა (მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში) და შენახვა თავისთან, რათა შემდეგ მოხდეს მისი განაწილება მემკვიდრეთა შორის (მათი არსებობის შემთხვევაში).

ქონების ფაქტობრივ მართვაში იგულისხმება ისეთი შემთხვევები, როდესაც მემკვიდრე ფაქტობრივად არ ფლობს ამ ქონებას, მაგრამ მისი მოქმედებებით დასტურდება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს. მაგალითად, სამკვიდროს გახსნის შემდეგ იხდის გადასახადებს და ა. შ.

როგორც ქონების ფაქტობრივი ფლობის, ისე ფაქტობრივი მართვის შემთხვევაში მემკვიდრეს შეუძლია მიმართოს ნოტარიუსს და მოითხოვოს სამკვიდროს მიღება. ასეთი ტიპის მემკვიდრეობის დროს სამკვიდროს მიღებისათვის დადგენილი ვადები არ არსებობს, რადგან იგულისხმება, რომ ქონება მემკვიდრის მხრიდან ისედაც მიღებულია და სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსთან მისვლა და ოფიციალური სახის მიცემა მხოლოდ მემკვიდრის ნებაზეა დამოკიდებული.

 

უღირსი მემკვიდრე

 

სამოქალაქო კოდექსი ასევე ითვალისწინებს კანონით მემკვიდრის უღირსად გამოცხადების შემთხვევასი, როდესაც გარდაცვლილის კანონით მემკვიდრე ვერ მიიღებს მემკვიდრეობიდან წილს, ვინაიდან, გარდაცვლილი პირის მიერ იგი უღირს მემკვიდრედ იქნა ცნობილი. ასეთი შემთხვევა სახეზე იქნება მაშინ, როცა გარდაცვლილს არ სურს თავისი ქონება დაუტოვოს იმ მემკვიდრეს, რომელიც მას სხვადასხვა ფორმით აყენებს შეურაცხყოფას.

მოქმედი კანონმდებლობით, არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრე არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც განზრახ ხელს უშლიდა მამკვიდრებელს მისი უკანასკნელი ნების განხორციელებაში და ამით ხელს უწყობდა თავისი ან მისი ახლობელი პირების მოწვევას მემკვიდრეებად ან სამკვიდროში მათი წილის გაზრდას, ანდა ჩაიდინა განზრახი დანაშაული ან სხვა ამორალური საქციელი მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმული უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, თუ ეს გარემოებანი დადასტურებული იქნება სასამართლოს მიერ (უღირსი მემკვიდრე).

აღსანიშნავია, რომ უღირს მემკვიდრედ ცნობა ხდება სასამართლოსთვის მიმართვის გზით. სასამართლოსთვის პირის უღირს მემკვიდრედ აღიარების მოთხოვნით მიმართვის უფლება და შესაბამისად, პირის უღირს მემკვიდრედ აღიარება ხდება იმ პირის სარჩელით, რომლისთვისაც უღირსი მემკვიდრისათვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა განსაზღვრულ ქონებრივ შედეგებს იწვევს, ასეთი პირებს კი ძირითადად სხვა მემკვიდრეები წარმოადგენენ.  თუ მემკვიდრის უღირსად ცნობა მოხდება მას შემდეგ, რაც მას მიღებული ექნება სამკვიდრო ქონება, ის მოვალეა, უკან დააბრუნოს ყველაფერი, რაც მიიღო, მათ შორის, ნაყოფიც და შემოსავალიც.

 

სამკვიდროს გახსნა

მემკვიდრეობის მისაღებად მემკვიდრეებმა მემკვიდრის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში, უნდა მიმართონ ნებისმიერ ნოტარიუსს და მოითხოვონ სამკვიდროს გახსნა. სამკვიდროს გახსნისას დგინდება ქონდა თუ არა შედგენილი მამკვიდრებელს ანდერძი. მამკვიდრებელს ქონება ანდერძით შეუძლია გადასცეს როგორც კანონით მემკვიდრეებს, ასევე სხვა პირებსაც.

 

სამკვიდროს გაცემის წესი

 

რაც შეეხება სამკვიდროს გაცემის წესს მაშინ, როცა, სახეზეა როგორც კანონით, ასევე ანდერძით მემკვიდრეები, ასეთ შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს სავალდებულო წილს, რომელსაც მიიღებენ კანონით მემკვიდრეები, ვისაც ანდერძით მამკვიდრებელმა ქონებიდან წილი არ დაუტოვა. სავალდებულო წილი გულისხმობს, რომ გარდაცვლილი პირის კანონით მემკვიდრეები, პროპორციულად მიიღებენ სამკვიდრო მასიდან იმ ქონების ნახევარს, რომელიც ანდერძის არარსებობის შემთხვევაში შეეძლოთ მიეღოთ.

 

მემკვიდრეობით მიღებულ ქონებას + მამკვიდრებლის ვალდებულებები

აქვე აღსანიშნავია, რომ მემკვიდრის მიერ სამკვიდრო ქონების მიღება იწვევს გარდაცვლილი პირის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დაკისრებასაც შესაბამისი პროპორციულობით. ასე რომ, შესაძლებელია მემკვიდრეობის სახით მიღებული ქონება გარდაცვლილი პირის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დასაფარად იქნეს გამოყენებული. ასეთ ვითარებაში, მამკვიდრებელს იცავს კანონი და იგი გარდაცვლილი პირის ვალდებულებებისათვის პასუხს აგებს მხოლოდ მიღებული სამკვიდრო ქონების ფარგლებში.

 

ვადები

 

 იმ პირობებში, როცა საქმე მემკვიდრეობას ეხება, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ ყურადღება გაამახვილოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებზე, განსაკუთრებით კი მემკვიდრეობითი სამართლით განსაზღვრულ ვადებზე, რომელიც არსებითი მნიშვნელობისაა სამკვიდრო ქონების მამკვიდრებლიდან მემკვიდრეებზე გადაცემის პროცესში, ვინაიდან, თუ მემკვიდრეებმა კანონით დადგენილ ვადაში არ გამოხატეს ნება სამკვიდროს მიღებაზე, შემდგომში ისინი კარგავენ მემკვიდრეობის მიღების უფლებას. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში, უმჯობესია მიმართოთ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადვოკატს, რომლის დახმარებითაც შეძლებთ სამართლებრივი მოქმედებები განახორციელოთ კანონის შესაბამისად.