როგორ დავარეგისტრიროთ საკუთრების უფლება მემკვიდრეობის საფუძველზე?!4694 2018.02.03
როგორ დავარეგისტრიროთ საკუთრების უფლება მემკვიდრეობის საფუძველზე?!

 მემკვიდრეობისსაფუძველზესაკუთრებისუფლებისრეგისტრაციანიშნავს გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლას სხვა პირზე/პირებზე (მემკვიდრეებზე).

 

 არსებობს მემკვიდრეობის ორი სახე: კანონით და ანდერძითმემკვიდრეობა.

 

კანონით მემკვიდრეობა გამოიყენება მაშინ, როდესაც მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდრეძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდრო ქონების ნაწილს, ან თუ ანდერძი მართალია, იყო დატოვებული მამკვიდრებლის მიერ, მაგარამ იგი მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმდა (ბათილად იქნა ცნობილი).

 

 იმისათვის, რომ მემკვიდრეობის საფუძველზე კონკრეტულ ქონებაზე წარმოიშვას საკუთრების უფლება, აუცილებელია, ნოტარიუსის მიერ გაიცეს სამკვიდრო მოწმობა, რომელიც შეიძლება იყოს გაცემული ან კონკრეტულ ქონებაზე/ქონებებზე ან/და ე.წ ზოგადი ხასიათის და სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მოხდეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (ნოტარიუსის მიერ სამკვიდრო მოწმობა გაიცემა როგორც კანონით მემკვიდრეზე, ასევე ანდერძის არსებობის შემთხვევაში). მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება მემკვიდრეს (ახალ მესაკუთრეს), თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს (გაყიდოს, გააჩუქოს, იპოთეკით დატვირთოს და ა.შ.) მის საკუთრებაში მემკვიდრეობის საფუძველზე გადასული ქონება.

 მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის დაინტერესებულმა პირმა/მემკვიდრემ უნდა მიმართოს იუსტიციის სახლის ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ ოფისს და წარადგინოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები.
 

ესდოკუმენტებია:

 

  • - განცხადება (აღნიშნული ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ);
  • - მემკვიდრის/დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • - სათანადო წესით დამოწმებული და გაცემული სამკვიდრო მოწმობა ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტი.
     

შენიშვნა: თუ წარმოდგენილია ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობა, მაშინ მემკვიდრემ/დაინტერესებულმა პირმა ასევე უნდა წარმოადგინოს იმ უფლების დამდგენი დოკუმენტის დედანი ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი, რომლის საფუძველზეც მამკვიდრებელს წარმოშობილი ჰქონდა საკუთრების/სარგებლობის უფლება.

  თუ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა/ნაგებობით ან მის გარეშე და საჯარო რეესტრში დაზუსტებული არ არის მისი საკადასტრო მონაცემები, ასევე წარმოდგენილ უნდა იქნეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მისი ელექტრონული ვერსია; (მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვას ახორციელებენ შესაბამის რეგიონში მოქმედი საამზომველო კომპანიები)

 

 დამატებითიინფორმაცია

  • -  თუ დაინტერესებულ პირს/მემკვიდრეს რეგისტრაციის განხორციელება სურს არა პირადად, არამედ წარმომადგენლის მეშვეობით, ასეთ შემთხვევაში დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
  • -  ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რაც აუცილებელია საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის.