სხვისი ვალდებულების გამო აღმასრულებელმა შესაძლებელია თქვენი ქონება დააყადაღოს1609 2017.11.09
სხვისი ვალდებულების გამო აღმასრულებელმა შესაძლებელია თქვენი ქონება დააყადაღოს
მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში ვალდებულების იძულებით აღსრულებამდე შესაძლებელია მოხდეს მის კუთვნილ მოძრავ და უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება. იმ შემთხვევაში თუ თქვენ ცხოვრობთ იმ მისამართზე, სადაც მოვალეს აქვს იურიდიული მისამართი მოვალის შეუსრულებელი ვალდებულების გამო შესაძლებელია მოხდეს თქვენი მოძრავი ნივთების დაყადაღება. თუ მოძრავ ნივთებზე ყადაღის დადების პროცესში თქვენ განაცხადებთ პრეტენზიას აღმასრულებელი თქვენ კუთვნილ ქონებას დაყადაღებული ნივთების სიიდან ამორიცხავს მხოლოდ კრედიტორის თანხმობის შემთხვევაში. თუ თქვენს მოძრავ ნივთებს უსაფუძვლოდ დაედო ყადაღა თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს სარჩელის შეტანის გზით და მოითხოვოთ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. ასეთ პირობებში მიზანშეწონილია უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოითხოვოთ ქონების რეალიზაციის შეჩერება. სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ შეიტანება იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება. თუ ყადაღადადებული ქონება უკვე რეალიზებულია თქვენ შეგიძლიათ მოვალეს, რომლის ვალდებულების გამოც მოხდა მესამე პირის ქონების გასხვისება, მოსთხოვოთ ზიანის ანაზღაურება.