რა შემთხვევაში შეჩერდება იძულებითი აუქციონი?2789 2017.11.09
რა შემთხვევაში შეჩერდება იძულებითი აუქციონი?
მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას სასამართლო გადაწყვეტილების ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ბრძანების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია მოჰყვეს ქონების აუქციონზე რეალიზაცია და ამ გზით კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება. აუქციონს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ატარებს აღსრულების ეროვნული ბიურო. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია სასამართლომ შეაჩეროს აღსრულებას. იძულებით აღსრულებას სასამართლო შეაჩერებს: 1) მოვალე იურიდიული პირის ლიკვიდაციისას – მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით დაიშვება უფლებამონაცვლეობა; 2) მოვალის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხის სასამართლოს მიერ განხილვისას – საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე; 3) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისათვის უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოქმედებაზე საჩივრის შეტანისას – გადაწყვეტილების მიღებამდე; 4) იმ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელის წარდგენისას, რომელზედაც მიქცეულია გადახდა, – სადავო ქონებაზე აღსრულების ნაწილში და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე; 5) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ცალკეულ შემთხვევებში თავად აღსრულების ეროვნული ბიუროც უფლებამოსილია შეაჩეროს აღსრულება, კერძოდ, კრედიტორის მოთხოვნით, ერთჯერადად, არა უმეტეს 3 თვის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ სააღსრულებო ფურცელი უბრუნდება კრედიტორს, თუ იგი არ მოითხოვს აღსრულების გაგრძელებას; აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნით სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადით; კრედიტორის ან მოვალის გარდაცვალებისას; ვალდებულების შესრულების განწილვადებისას; სააღსრულებო წარმოების მხარის საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით; კრედიტორისათვის საფასურის გადახდის ვადის განსაზღვრისას; განსაკუთრებულ შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. იცოდეთ, რომ დანიშნული აუქციონი შეიძლება შეჩერდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვალდებულება შესრულდება.