1000 ლარიან ხელფასზე  პენსია საშუალოდ 500 ლარი იქნება1618 2017.11.01
1000 ლარიან ხელფასზე პენსია საშუალოდ 500 ლარი იქნება
„თუ მოქალაქეს ხელფასი 1000 ლარი აქვს, დაგროვებითი პენსიის პირობებში, 30 წლის შემდეგ მისი პენსია დაახლოებით 500 ლარს პლუს საბაზისო პენსია იქნება“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის პრეზენტაციისას განაცხადა. ნინო ჯავახაძის თქმით, ეს ციფრი არის საშუალო, თუმცა ინდივიდუალურ შემთხვევებში, მოქალაქის პენსია რამდენიმე ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის, ხელფასზე და იმაზე, თუ რამდენი წელი მოხდება დაგროვება. ასევე, იმაზე, თუ როგორი რისკიანობის ფონდს აირჩევს მოქალაქე, რაც უფრო რისკიანი იქნება ინვესტიცია, უფრო მაღალი იქნება მოქალაქის მოგება. დაგროვებითი პენსიის სისტემაში ჩართვა 40 წლამდე დასაქმებული პირისთვის სავალდებულო იქნება, ხოლო ნებაყოფლობითი მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი 2018 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება. აღსანიშნავია, რომ დაგროვებული პენსიის გამოტანა ერთიანი სახით შესაძლებელი იქნება რამდენიმე შემთხვევაში: თუ ადამიანი გარდაიცვლება მისი დანაზოგი შესაძლებელია მიიღონ მემკვიდრეებმა. როდესაც საქართველოს მოქალაქეკარგავს შრომისუნარიანობასან უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეობაზე მის მიერ პენსიის სახით დაგროვებული თანხა დაუბრუნდება უკან. თუ ადამიანმა 63 წლის ასაკში გადაწყვიტა დაგროვებით საპენსიო რეფორმაში ჩართვა და მხოლოდ 2 წლის განმავლობაში დააგროვა პენსია, შეუძლია პენსიაზე გასვლისთანავე ეს თანხა სრულად გამოიტანოს. სხვა შემთხვევებში, მხოლოდ პენსიაზე გასვლის შემდეგ შეუძლიათ მომხმარებლებს საპენსიო ანგარიშზე დაგროვებული თანხის გატანა.