მიიღეთ საქართველოს ვიზა და იმგზავრეთ დაცულად1191 2012.10.19
მიიღეთ საქართველოს ვიზა და იმგზავრეთ დაცულად
მოვიდა ზაფხული, და ბევრი თქვენგანი ალბათ სტუმრებს ელოდებით უცხოეთიდან. რომლებსაც საზღვრის გადმოსალახად რაღა თქმა უნდა სჭირდებათ ქვეყნის ვიზა. მსურს მოგაწოდოთ მცირედი ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება საქართველოს ვიზის მიღება. განსაზღვრების მიხედვით, საქართველოს ვიზა – არის სამგზავრო დოკუმენტში დადგენილი ფორმის აღნიშნვა,რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლებას აძლევს შემოვიდეს, იმყოფებოდეს და/ან გავიდეს საქართველოდან, ასევე ტრანზიტით გადაკვეთოს ქვეყნის ტერიტორია. საქართველოს ტერიტორიაზე ორდინალური ვიზის გამცემ ორგანოდ განსაზღვრულია იუსტიციის სახლი.ვიზის მიღების შესახებ განაცხადის გაკეთება შესაძლებელია online რეჟიმშიც. ასევე შესაძლებელია მიმართოთ საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობასა / საკონსულო დაწესებულებას.