ბანკი ბინის გადაფორმებას გთხოვთ?871 2017.10.23
ბანკი ბინის გადაფორმებას გთხოვთ?
დღესდღეობით ბანკები მომხმარებლისგან დავალიანების ამოღების მიზნით სხვადასხვა მეთოდებს მიმართავენ. ხშირად ბანკი მოვალეს, რომელიც ვერ ახერხებს ფულადი ვალდებულების შესრულებას, სთხოვს ბინის გადაფორმებას აღებული ვალის სანაცვლოდ. იცოდეთ, რომ ამგვარი მოქმედება უკანონოდ ზღუდავს მომხმარებლის ინტერესს. აგრეთვე უკანონოა ნებისმიერი მუქარა, რომლითაც ბანკი ბინის გადაფორმებაზე უარის თქმის შემთხვევაში ემუქრება მოვალეს მისი ე.წ ამოღების სამსახურის მიერ განხორციელებული იძულებითი ღონისძიებებით. თქვენ მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს თანხის დაკისრების მოთხოვნით. ასევე, მას შეუძლია მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული წარმოების დაწყების მოთხოვნით. თქვენ უფლება გაქვთ, უარი განაცხადოთ ფართის გადაფორმებაზე და აღნიშნული პროცედურების/საქმისწარმოების ფარგლებში განაცხადოთ პრეტენზია და განახორციელოთ შედავება.