საადვოკატო კომპანია ,,OK&CG“-ს დაცვის ქვეშ მყოფი თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ სრულად 1011 2017.10.20
საადვოკატო კომპანია ,,OK&CG“-ს დაცვის ქვეშ მყოფი თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ სრულად
მოქალაქე ზ.მ.-ს ბრალი ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რომელიც ითვალისწინებს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასა და შენახვას. განაჩენის მიღებისას სასამართლომ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის, საადვოკატო კომპანია ,,OK&CG“-ს ადვოკატის დავით მუმლაძის მითითება იმის თაობაზე, რომ ზ.მ.-ს შემხებლობა არ ჰქონდა მის დროებით საცხოვრებელ მისამართზე აღმოჩენილ ნარკოტიკულ საშუალებებთან. აღნიშნულ გარემოებას დაცვის მხარე ამყარებდა მოწმეთა ჩვენებებით და ნარკოლოგიური ექსპერტიზით. ადვოკატის დასაბუთებულმა და შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებულმა არგუმენტებმა სრულად გააქარწყლა ბრალდების მხარის ვარაუდი აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალების ბრალდებულისადმი კუთვნილების შესახებ და ბრალდებული ზ.მ. წარდგენილ ბრალდებაში თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაამართლა. განაჩენი ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი და ზ.მ უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე.