როგორ უნდა მივიღოთ სამკვიდრო2338 2017.10.07
როგორ უნდა მივიღოთ სამკვიდრო
ხშირად მოქალაქეები ვერ ახერხებენ სამკვიდროს მიღებას, მაშინაც კი, როდესაც მამკვიდრებელი მათ მშობელს, შვილს, მეუღლეს ან სხვა ახლო ნათესავს წარმოადგენს, რადგან ისინი არასაკმარისად არიან ინფორმირებულნი მათი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, რაც საბოლოოდ მათი უფლებების დარღვევას იწვევს. საადვოკატო ბიურო ,,OK&CG”-ის ადვოკატის ბატონი ოთარ კაჭკაჭაშვილის განმარტებით საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სამკვიდროს მიღების 2 ფორმას: (ა) სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანას შესაბამის ვადაში და (ბ) სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლება სამკვიდროს მიღების უფლება წარმოიშობა სამკვიდროს გახსნის-მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტიდან. სწორედ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში მემკვიდრემ ნოტარიუსთან უნდა განაცხადოს საკუთარი უფლების შესახებ და მოითხოვოს სამკვიდრო მოწმობის გაცემა. სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. საპატიო მიზეზი წარმოადგენს შეფასების საგანს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს გარემოებების საპატიოდ მიჩნევის საკითხი. ვადის გასვლის შემდეგ სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს სასამართლოსთვის მიმართვის გარეშეც, თუ თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე. ბატონი ოთარის განმარტებით, ,,ნოტარიუსთან განცხადების შეტანისათვის დადგენილი 6 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, სამკვიდრო მოწმობის გაცემა მოხდება მხოლოდ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების დადასტურების შემთხვევაში. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღება შესაძლებელია გამოიხატოს მაგალითად, იმ ფაქტით, რომ მამკვიდრებელსა და მემკვიდრეს სამკვიდროს გახსნიდან სამკვიდროს მიღების ვადის ამოწურვამდე დროის თუნდაც მცირე მონაკვეთში ჰქონდა ერთი და იგივე რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილი, კომუნალური გადასახადების გადახდაში და სხვა“ ადვოკატი მოქალაქეებს ურჩევს, გაითვალისწინონ, რომ თუ ნოტარიუსი ზემოაღნიშნული დოკუმენტების არარსებობის გამო ვერ დაადგენს ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტს, ქონებაზე საკუთრების უფლების მიღებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის - სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების დადგენის მიზნით. იყავი ინფორმირებული შენი უფლებების შესახებ და ნუ დაკარგავ კუთვნილ ქონებას! გჭირდება ადვოკატის მომსახურება ან კონსულტაცია?დაგვიკავშირდით:✆ 2 47 87 87