სააპელაციო სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა954 2017.10.04
სააპელაციო სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 28 მარტს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით ჩხიტუნიძე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების სამ საქმეში დამნაშავედ სცნო. სასამართლოს მიიჩნია, რომ, როგორც საჯარო მოხელემ, ჩხიტუნიძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულ პირებს მიანიჭა არაერთი უკანონო პრივილეგია და ისინი არაერთხელ უკანონოდ გამოიყვანა საპატიმრო დაწესებულებიდან, რითაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების დაარღვია. თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით ჩხიტუნიძე დაუსწრებლად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და 2012 წლის 28 დეკემბრისამნისტიის შესახებსაქართველოს კანონის გამოყენებით, საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლითა და ექვსი თვის ვადით. დამატებითი სასჯელის სახით კი, ერთი წლითა და ექვსი თვით ჩამოერთვა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლება. პრკურატურის ინფორმაციით, დავით ჩხიტუნიძე იმყოფება მიმალვაში და მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა. წყარო: On.ge