ბანკი გთხოვთ ქონების გადაფორმებას?845 2017.10.02
ბანკი გთხოვთ ქონების გადაფორმებას?
დღესდღეობით, მომხმარებლებში საკრედიტო ხელშეკრულება ყველაზე მოთხოვნადი საბანკო პროდუქტია. აღნიშნული სამართალურთიერთობის ფარგლებში ბანკი კლიენტთან აფორმებს საკრედიტო ხელშეკრულებას და გასცემს სესხს, ხოლო მისი უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით ტვირთავს კლიენტის უძრავ ქონებას. როგორც წესი, საკრედიტო ხელშეკრულებები ერთობლივად ითვალისწინებენ დავის განხილვის რამდენიმე ალტერნატიულ საშუალებას, როგორიცაა სასამართლო ან/და არბიტრაჟი. გარდა ამისა, შაბლონური ხელშეკრულების ფარგლებში, დამოუკიდებლად განსაზღვრავენ სასურველ სპეციალისტს, რომელიც უფლებამოსილია სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე განახორციელოს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია. რადგან, თქვენ არ იცით თქვენი უფლებები, თქვენ უშვებთ ბანკის მხრიდან მსგავს კაბალურ ქმედებებს, მაშინ როდესაც არ ეთანხმებით ნივთის ამგვარი ფორმით რეალიზაციას. ბანკს არ აქვს უფლებამოსილება ცალმხრივი ნებით (ხელშეკრულების არსებობის) მიუხედავად თქვენი თანხმობის გარეშე განახორციელოს ნივთის სპეციალისტის დახმარებით რეალიზაცია. გაიგეთ მეტი თქვენი უფლებების შესახებ და დაიცავით თავი უკანონო ქმედებებისაგან.