ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატები მოიწონე950 2017.09.30
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატები მოიწონე
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტმა საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატები მოიწონა - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. "29 სექტემბერს, პარიზში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომაზე განხილულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი 3 კანდიდატის სია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან მოსამართლის არჩევის მიზნით. სხდომაზე სამივე კანდიდატთან ინტერვიუ გაიმართა. კომიტეტმა მოიწონა სია და რეკომენდაცია მისცა საპარლამენტო ასამბლეას, 2017 წლის ოქტომბრის სესიაზე კენჭი უყაროს საქართველოდან მოსამართლის არჩევას წარდგენილი 3 კანდიდატიდან. კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, რომელიც სტრასბურგის მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის ძირითადი წევრია. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატებად საქართველოდან წარდგენილი იყვენენ: ლადო ჭანტურია, ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა",- ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელბულ განცხადებაში.