საჯარო სამსახურიდან  ორსული  ქალი იძულებით გაათავისუფლეს 1432 2017.09.28
საჯარო სამსახურიდან ორსული ქალი იძულებით გაათავისუფლეს
ადმინისტრაციულსაქმე ეხებოდა 7 თვისორსულისაჯარომოსამსახურისთანამდებობიდანგათავისუფლებას პირადი განაცხადის საფუძველზე. სარჩელის ავტორი განმარტავდა, რომ მართალია განცხადება შედგენილ იქნა მის მიერ, თუმცა ხელმძღვანელი პირების მხრიდან განხორციელებული იძულებისა და ზეწოლის ფარგლებში. საადვოკატო ბიუროს ,,OK&CG”-ის ადვოკატის დავით მუმლაძის განმარტებით ,,მოხელის სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე განთავისუფლების შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანომ უნდა შეეფასოს მოხელის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობა ანუ ნება გამოვლენილი იყო თუ არა თავისუფლად, შეუზღუდავად, რათა დადგენილ იქნას ზედამხედველი პირების მხრიდან არაკეთილსინდისიერი ზემოქმედების ფაქტი“. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც, უზენაესი სასამართლოს განმარტებით ორსულ ქალთა და მათი უფლებების განსაკუთრებული დაცვის რეჟიმში მოქცევა მისი ობიექტური მდგომარეობითაა განპირობებული. ორსულობის პერიოდში ქალის ორგანიზმში მიმდინარე ფსიქოემოციური სფეროს ცვლილებების გათვალისწინებით, ორსული ქალის ნების გამოვლენის ნამდვილობა საჭიროებს სრულიად სპეციფიურ გამოკვლევას, თუ რა გარემოებებით არის გამოწვეული სურვილი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, რა შედეგების მომტანია ეს მისთვის, ბავშვის ინტერესებისათვის და სრულად აცნობიერებს თუ არა ის ნების გამოვლენის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილების შედეგებს. წინამდებარე დასკვნა არ უნდა იყოს გაგებული იმგვარად, რომ ორსული ქალის ან მეძუძური დედის ნების გამოვლენა არსებითად განსხვავდება ქმედუნარიანი პირის ნების გამოვლენისგან, არამედ, ორსულ ქალთა სამართლებრივი დაცვის განსაკუთრებული სტანდარტი საპროცესოსამართლებრივი თვალსაზრისით უნდა გამოვლინდეს მტკიცების ტვირთის სპეციფიკური გადანაწილებით. საქართველოს კონსტიტუციის 36.3 მუხლი ერთი მხრივ აღიარებს დედათა და ბავშვთა უფლებების (მათ შორის დედის შრომის უფლების) განსაკუთრებული დაცვის საჭიროებას, ხოლო მეორე მხრივ, ავალდებულებს კანონმდებელს მიიღოს სათანადო რეგულაციები. ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ (რატიფიცირებულია საქართველოს უზენაესი საბჭოს 15.09.1991წ. დადგენილებით) 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დედობა და ჩვილი ბავშვის ასაკი იძლევა განსაკუთრებული მზრუნველობითა და დახმარებით სარგებლობის უფლებას, ამდენად იმისათვის, რომ დაცული იქნას როგორც საერთაშორისო, ასევე შიდანორმატიული აქტებით გარანტირებული უფლებები სახელმწიფო ორგანოებმა, უნდა მოახდინონ ორსულ ქალთა უფლებების დაცვის პრაქტიკული უზრუნველყოფა, განაცხადა საადვოკატო ბიურო ,,OK&CG” ადვოკატმა ანა გორდეზიანმა. განსახილველ საქმეში, სასამართლოს მიერ სრულად იქნა გაზიარებული მოსარჩელის არგუმენტაცია, მისი ნების გამოვლენის ნაკლთან დაკავშირებით და უკანონოდ იქნა მიჩნეული 7 თვის ორსული საჯარო მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.