საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მნიშვნელოვანი განმარტება მშობიარობის1027 2017.09.22
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მნიშვნელოვანი განმარტება მშობიარობის
ადმინისტრაციული საქმე ეხებოდა გ. პ-შვილის სარჩელს, რომლითაც მან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება მოითხოვა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ანაზღაურების მოთხოვნა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რუსთავის სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ არ დაკმაყოფილდა. უარის მიზეზად მას განემარტა, რომ საავადმყოფო ფურცელი დამსაქმებელთან წარდგენილი არ ყოფილა ფაქტიურიშრომისუუნარობის პერიოდში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ის გარემოება, რომ საავადმყოფო ფურცელი გაცემულ იქნა არა შრომისუუნარობის დაწყებიდან არამედ მოგვიანებით, არ გამორიცხავდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, ვინაიდან კანონმდებლობა ითვალისწინებდა საავადმყოფო ფურცლის გაცემის შესაძლებლობას მშობიარობის შემდეგაც. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან სხვა სახის შრომისუუნარობისას საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესისაგან განსხვავებით, მშობიარობის გამო საავადმყოფო ფურცლის გაცემის შემთხვევაში იმთავითვე განისაზღვრებოდა მისი გახსნისა და დახურვის თარიღი, საფუძველს მოკლებული იყო მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ შრომისუუნარობის დაწყების შემდეგ საავადმყოფო ფურცლის გახსნის შემთხვევაში გ. პ-შვილს შეეძლო ნებისმიერ დროს, თუნდაც ერთი წლის დაგვიანებით მიეღო საავადმყოფო ფურცელი და წარედგინა იგი დახმარების მისაღებად საავადმყოფო ფურცლის დახურვიდან 6 თვიან ვადაში. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საავადმყოფო ფურცლის გახსნისა და დახურვის თარიღი, ასახავდა პირის რეალური შრომისუუნარობის პერიოდს, ფურცელი გაცემული იყო შრომისუუნარობის პერიოდში და თუნდაც მოგვიანებით საავადმყოფო ფურცლის მიღება არ იწვევდა აღნიშნული თარიღების შეცვლას. საკასაციო პალატამ დაუსაბუთებელად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ გ. პ-შვილს, როგორც დასაქმებულს არ გააჩნდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან შრომისუუნარობის გამო დახმარების მიღების უფლება. საკასაციო პალატამა ღნიშნა, რომ ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების დაფინანსების წყაროს წარმოადგენდა სახელმწიფო ბიუჯეტი და მისი გაცემის ვალდებულება გააჩნდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მიუხედავად იმისა, დამსაქმებელიდა დასაქმებული შეთანხმდებოდნენ თუ არა სხვა დამატებით ანაზღაურებაზე. შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ მშობიარობასთან დაკავშირებით თანხის გაცემა არ გამორიცხავდა მუშაკის უფლებას მოეთხოვა მშობიარობის გამო კანონმდებლობით გათვალისწინებული დახმარების თანხა.