გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილი დაამტკიცეს865 2017.09.14
გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილი დაამტკიცეს
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა დაამტკიცა. პარლამენტში გენერალური აუდიტორის კანდიდატურის დასამტკიცებლად ფარული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრაში 9 დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა, აქედან რვამ მექვაბიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, ერთმა თავი შეიკავა. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე მიიჩნევს,რომ ირაკლი მექვაბიშვილის გამოცდილება სახელმწიფო აუდიტის შემდგომ ინსტიტუციურ განვითარებას მნიშვნელოვნად გამოადგება. 8 სექტემბერს პარლამენტის თავმჯდომარემ აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა წარადგინა.