საქართველოს ბანკში შეჭრილმა პირმა თავი მოიკლა889 2017.09.12
საქართველოს ბანკში შეჭრილმა პირმა თავი მოიკლა
თბილისში, წერეთლის გამზირზე, "საქართველოს ბანკის" ფილილში შეჭრილმა შეიარაღებულმა პირმა, ადგილზე სამართალდამცავების გამოჩენისთანავე თავი მოიკლა.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, განგაშის ღილაკის ამოქმედებისთანავე პოლიცია წუთ-ნახევარში ადგილზე გამოცხადდა. რის შემდეგაც, თავდამსხმელმა საკუთარი თავის მიმართ გასროლა განახორციელა. თავდასხმის მოტივი და შემთხვევის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.აღსანიშნავია, რომ წერეთლის გამზირზე, დღეს, კიდევ ერთი ბანკის დაყაჩაღება სცადეს.