"სამსუნგი” მომხმარებლებს აფრთხილებს, ტელევიზორის წინ პერსონალურ ინფორმაციაზე არ ისაუბრონ856 2017.09.09
"სამსუნგი” მომხმარებლებს აფრთხილებს, ტელევიზორის წინ პერსონალურ ინფორმაციაზე არ ისაუბრონ
კომპანია ”სამსუნგი” მომხმარებელს რეკომენდაციას აძლევს თუ როგორ დაიცვან თავი პერსონალური ინფორმაციის გავრცელებისგან. კომპანიის რჩევით, მომხმარებლებმათავი უნდა შეიკავონ ტელევიზორის წინ პირადი საკითხების განხილვისაგან. საერთაშორისო მედიაში გავრცელებულიინფორმაციით, Smart TV ფუნქციის საშუალებით ახალი თაობის ტელევიზორი ისმენს ყველაფერს, რასაც მის სიახლოვეს მყოფი ადამიანები საუბრობენ. ეს ინფორმაცია კი შესაძლოა მესამე პირის ხელში აღმოჩნდეს. პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოება საქართველოში დაცულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით. ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესრულებას ზედამხედველობს საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.