თიბისი ბანკმა კავკასუს ონლაინს უჩივლა1166 2017.09.08
თიბისი ბანკმა კავკასუს ონლაინს უჩივლა
თიბისი ბანკმაკავკასუს ონლაინსtbc-ის შემცველი დომენების გაყიდვის გამო კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივლა. ბანკი სადავოდ ხდის ფიზიკურ პირზე შემდეგ ინტერნეტ დომენების გაცემის ფაქტს: mytbc.ge, mytbcbank.ge, itbc.ge, itbcbank.ge. როგორც ბანკის მიერ კომუნიკაციების კომისიისთვის მიწოდებული ინფორმაციით ირკვევა, მათ დაუკავშირდა მოქალაქე და tbc-ის შემცველი დომენის მიყიდვა შესთავაზა. "თიბისი ბანკისაქპატენტშიდარეგისტრირებულ განსაკუთრებულ უფლებას ფლობს შემდეგ სასაქონლე ნიშნების სიტყვიერ ნაწილებზე: TBC BANK და TBC, შესაბამისად, ბანკს აქვს სრული უფლება აუკრძალოს ნებისმიერ მესამე პირს ამ სიტყვათა იდენტური ან/და მსგავსი სიტყვების გამოყენება", - აღნიშნავს ბანკი კომისიისთვის მიწერილ წერილში და დასძენენ, რომ კომერციული ბანკების შესახებ კანონით არსებული გამონაკლისების გარდა, "ბანკის" შემცველი სიტყვის გამოყენების უფლება შესაბამის საქმიანობაზე ლიცენზიის გარეშე არავის აქვს. თიბისი ბანკიითხოვს კომისიამ დაავალოსკავკასუს ონლაინსმოქალაქის საკუთრებაში არსებული tbc-ის შემცველი დომენების გაუქმება და მფლობელის კანონდამრღვევად ცნოს. საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2017 წლის 28 სექტემბერს გაიმართება. წყარო: on.ge