პიქსელის შენობაში ქმარმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა1911 2017.09.06
პიქსელის შენობაში ქმარმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა
ვაკეში ქმარმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ე.წ. პიქსელის შენობაში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების სამსახურმა ორივე დაჭრილი “რესპუბლიკურ საავადმყოფოში” გადაიყვანა.გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექის“ 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.